როგორი იქნება ჯიჯი კარიერული მომავალი?
ჯანლუიჯი ბუფონის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიაში სიახლეები გაჟღერდა. როგორც ცნობილი ხდება, 43 წლის იტალიელმა მეკარემ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კლუბების შემოთავაზებებზე უარი თქვა და დიდი ალბათობით, სამშობლოში დარჩება. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა აღნიშნავს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს შემოთავაზება ჰქონდა, რომ “ბარსელონაში” მარკ ანდრე ტერ-შტეგენის შემცვლელი ყოფილიყო. იგი მიიწვიეს პორტუგალიურმა “სპორტინგმა” და თურქულმა “ბეშიქთაშმა”, […]
ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 3:0 აჯობა, “სკუადრა აძურას” მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ “მილანის” აწ უკვე ყოფილი კარის დარაჯი თავისი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე (კონტინენტისა და მსოფლიოს პირველობა) მონაწილეობა მიიღო. მატჩის ჩატარების დღეს დონარუმა 22 წლისა […]
უნიკალური ფაქტი – ბუფონს იტალიის თასი მამა-შვილ კიეზებთან აქვს მოგებული
„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 2:1 დაამარცხა და იტალიის თასს ისტორიაში მეთოთხმეტედ დაეუფლა. 43 წლის ასაკში, კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა ჯანლუიჯი ბუფონმა. მეორე და გადამწყვეტი გოლი „ატალანტას“ კარში ფედერიკო კიეზამ გაიტანა, რითაც ტურინულ კლუბს ჩემპიონობა მოუპოვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იტალიელმა მეკარემ პირველად კოპა იტალია 21 წლის ასაკში, 1999 წელს „პარმას“ შემადგენლობაში […]
ბუფონი იუვენტუსს ტოვებს? – ლეგენდარული მეკარის დამატება სერია A-ს კლუბს სურს
ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა კარიერა “ატალანტაში” გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, თავის ბერგამოელები 43 წლის გოლკიპერის გადაბირებას იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ, თუ თავიანთ მეკარე პიერლუიჯი გოლინის გაუშვებენ, ამ უკანასკნელის დამატების მსურველი კი არაერთი კლუბია. “ატალანტამ” უკვე განიხილა ბუფონის კანდიდატურა ორი წლის წინ, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ […]
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ
სერია ა-ს დასრულებამდე ორი თვით ადრე, იტალიური გამოცემა Football Italia იმ რჩეული ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომლებსაც საკუთარ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებათ და, შესაძლოა, თავისუფალი აგენტები გახდნენ. სიაში იტალიის ჩემპიონატის ტოპ 7 გუნდიდან არაერთი ცნობილი მოთამაშეა, მათ შორის – ჯანლუიჯი დონარუმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ (მილანი), ალექსანდრ კოლაროვი, ეშლი იანგი (ინტერი), ჯორჯო კიელინი, […]
BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, “პსჟ”); მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, “სევილია”, “იუვენტუსი”, “პსჟ”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), პაოლო მალდინი (“მილანი”), რობერტო […]
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
ბუფონი რეკორდზე მიდის – ლეგენდარული მეკარე კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
“იუვენტუსის” 42 წლის მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც 28 იანვარს 43 წლის ხდება, ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს და სურს გახდეს სერია A-ს უხუცესი მოთამაშე. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა. მიმდინარე სეზონში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა “ბებერი ქალბატონის” მაისური ექვს შეხვედრაში მოირგო, 2 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად […]
ბოლო ათწლეულის მეკარეთა საუკეთესო ათეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარე დაასახელა. დეკადის საუკეთესო გოლკიპერად მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული გუნდის ლეგენდარული გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს, ხოლო სამეულს მადრიდის “რეალის” და ბელგიის ნაკრების პირველი ნომერი ტიბო კურტუა ასრულებს. ათწლეულის საუკეთესო მეკარეთა ათეული შემდეგნაირად […]
ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “იუვენტუსმა” სტუმრად “ბარსელონა” 0:3 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. ტურინელთა კარს აღნიშნულ მატჩში 42 წლის ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა. გამოცდილმა მეკარემ უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და კატალონიელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. ბუფონი “ბარსასთან” შეხვედრაში გახდა პირველი მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც კარი მშრალად 4 სხვადასხვა ათწლეულში […]
ზუსტად 12 წლის წინ: ლევან მჭედლიძემ ბუფონს გაუტანა (ვიდეო)
ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”
სულ ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ამ კლუბის, “მილანის”, იტალიის ნაკრების და ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა. “ბებერი ქალბატონის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავისზე უმცროსი მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ახალ პოზიციას სახალისო პოსტით შეხვდა. “ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?! წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში, ანდრეა”, – წერს ლეგენდარული გოლკიპერი Twitter-ში. Quindi ora devo chiamarti […]