“ფინალმა ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა” – ჯუდ ბელინგემი
მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა პირველი კომენტარი გააკეთა. 19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი იმ გარემოების შესახებ საუბრობს, რის შემდეგაც, “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. “ჩემპიონთა ლიგის (“რეალი” – “ლივერპული”) ფინალს ვუყურებდი – სწორედ ეს გახდა ძირითადი ფაქტორი, რის გამოც “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუერთდები და ფული არაფერ შუაშია”, – ჯუდ ბელინგემი. შეგახსენებთ, ოფიციალურად […]
ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯუდ ბელინგემმა “რეალთან” 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 19 წლის ნახევარმცველის წარდგენა 15 ივნისს შედგება. ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით, “სამეფო კლუბმა” Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განათავსა. ცნობილია, რომ “რეალი” ბელინგემის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს გადაიხდის. შეგახსენებთ, ბელინგემი “დორტმუნდს” 2020 წელს შეუერთდა. ბუნდესლიგაში ნახევარმცველმა 132 მატჩი ჩაატარა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 25 საგოლე […]
მოდრიჩი რეალის დატოვებას არ გეგმავს
ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებდნენ, რომ ლუკა მოდრიჩი სამეფო კლუბს დატოვებდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, მოდრიჩმა “რეალთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. “ბლანკოსის” ხორვატი ვარსკვლავის შეძენით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებოდნენ და მოდრიჩს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა “რეალის” დატოვებაზე უარი განაცხადა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მოდრიჩმა საუდის არაბეთის კლუბების […]
ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, “ბუნდესლიგის” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელი შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობდა და რომ არა ბოლო ტურში ნათამაშები ფრე, დორტმუნდთან” ერთად პირველ ჩემპიონობასაც იზეიმებდა. “დორტმუნდის” ჩემპიონობა არ შედგა, თუმცა ბელინგემს ინდივიდუალური ოსტატობა დაუფასდა, რის შემდეგაც, ბელინგემმა თავმდაბალი განცხადება გააკეთა. “ამ გუნდში მოსვლის დღიდან, ჩემი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდებოდა. განვითარებაში ჩემი თანაგუნდელები, […]
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გახდა
გამორჩეული სეზონის შემდეგ, “დორტმუნდის ბორუსიას” 19 წლის ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი, ბუნდესლიგის 2022/23 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბელინგემის სეზონი ისე არ დასრულებულა, როგორც მას სურდა, თუმცა მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. მისი მატჩები და “დადგმული შოუები” აღიარების ღირსია, სწორედ ამ მიზეზით, იგი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი ფაქტი კი ხშირად ნამდვილად არ ხდება, რადგან “დორტმუნდმა” […]
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის – ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ინგლისელმა ვუნდერკინდმა – ჯუდ ბელინგემმა, მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგი სეზონიდან იგი “სამეფო კლუბში” ითამაშებს. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, “დორტმუნდმა” და “რეალმა” 19 წლის ინგლისელის შესახებ არაერთი შეხვედრა გამართეს, საბოლოოდ კი კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეთანხმდნენ და ბელინგემიც მზად არის, რომ კარიერა მადრიდულ გრანდში გააგრძელოს. […]
ლივერპულის უარი ჯუდ ბელინგემს – ისინი სხვა ნახევარმცველს ეძებენ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი, “ლივეპრულში” აღარ გადავა. ამის მიზეზი კი “მერსისაიდული” კლუბის უარია. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ინგლისელს – ჯუდ ბელინგემს ზაფხულში გერმანული კლუბის დატოვება სურს, რადგან მასზე არაერთი მსოფლიო გრანდი ნადირობს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჯუდი “ლივერპულის” გულშემატკივარია და სწორედ მერსისაიდულ კლუბში სურდა თამაში, თუმცა მისი მაღალი სატრანსფერო ფასის […]
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი
International Centre for Sports Studies-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თანამედროვე ფეხბურთის ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამოვლინდა. საუკეთესო ათეულის პირველ ადგილზე ჯუდ ბელინგემი აღმოჩნდა, რომელიც 183.9 მილიონ ფუნტადაა შეფასებული. მეათე ადგილი 109.1 მილიონ ფუნტად შეფასებულმა ფედერიკო ვალვერდემ დაიკავა. ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი – £183.9 მილიონი ფილ ფოდენი – £177.1 მილიონი კილიან მბაპე […]
პსჟ-ს პრეზიდენტი ჯუდ ბელინგემით დაინტერესდა – შეთავაზება 130 მილიონია
“პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ “პსჟ” დაინტერესებულია ინგლისისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავით – ჯუდ ბელინგემით. “პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ 19 წლის ინგლისელ ვარსკვლავზე დეტალურად ისაუბრა. ” ჯუდი საოცარი ბიჭია. ვაკვირდები და შოკირებული ვარ, თუ როგორ თამაშობს თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს. ის მშვიდი, მონდომებული და თავდაჯერებულია. ახლა მისი საკუთარ კლუბში ყოლა ყველას სურს. დამალვას არ […]
“ის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა” – ნასერ ალ ხელაიფი ბელინგემზე
ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა აფრიკელები 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოპოვა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა თავი საგოლო გადაცემით გამოჩინა. გარდა ამისა, ის მოედანზე გამორჩეული მოთამაშე იყო და გუნდისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო. ახალგაზრდა ინგლისელის კარგი თამაში […]
მუნდიალი 2022 | რიო ფერდინანდი: “ჯუდ ბელინგემი 19 წლის არ არის”
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მუნდიალზე შესანიშნავ მატჩებს ატარებს. “სამი ლომის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ხუმრობით თქვა, რომ არ სჯერა, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველი მხოლოდ 19 წლისაა და მისგან დაბადების მოწმობის წარმოდგენას ითხოვს. “ბელინგემი არ არის 19 წლის… მინდა ვნახო […]
უელსთან, ბელინგემის ნაცვლად, ჯორდან ჰენდერსონი ითამაშებს
უელსთან მომავალი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის, ინგლისის ნაკრებში ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარეთ საუთგეიტმა გადაწყვიტა, რომ ჯუდ ბელინგემი სათადარიგოთა სკამზე გადასვას და მის ნაცვლად, ძირითადში ჯორდან ჰენდერსონმა ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun და Sky Sports ადასტურებს. “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა აშშ-სთან ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო, რომ საუთგეიტმა მოედანზე ფილ ფოდენი […]