“ინგლისი საიმედო ხელშია” – ბელინგემით გულშემატკივარი აღფრთოვანდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “დორტმუნდი” შინ “მანჩესტერ სიტისთან” 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გერმანელთა რიგებში ერთადერთი გოლის გატანა 17 წლის ჯუდ ბელინგემმა მოახერხა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუშინდელი თამაშის შემდეგ, ინგლისელი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. სოციალურ ქსელში ისინი წერენ, რომ ბელინგემი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. 17 წლის ნახევარმცველს ინგლისის ეროვნულ გუნდში უკვე 2 მატჩი […]
“ის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა” – ნასერ ალ ხელაიფი ბელინგემზე
ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, სენეგალის წინააღმდეგ, 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა აფრიკელები 3:0 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოპოვა, სადაც მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა თავი საგოლო გადაცემით გამოჩინა. გარდა ამისა, ის მოედანზე გამორჩეული მოთამაშე იყო და გუნდისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო. ახალგაზრდა ინგლისელის კარგი თამაში […]
“ფინალმა ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა” – ჯუდ ბელინგემი
მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა პირველი კომენტარი გააკეთა. 19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი იმ გარემოების შესახებ საუბრობს, რის შემდეგაც, “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. “ჩემპიონთა ლიგის (“რეალი” – “ლივერპული”) ფინალს ვუყურებდი – სწორედ ეს გახდა ძირითადი ფაქტორი, რის გამოც “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუერთდები და ფული არაფერ შუაშია”, – ჯუდ ბელინგემი. შეგახსენებთ, ოფიციალურად […]
ბელინგემმა მბაპესა და ალექსანდრ-არნოლდის რეკორდები გააუმჯობესა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ბეშიქთაში” “დორტმუნდს” დაუპირისპირდა. “ვოდაფონ პარკზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. თურქული კლუბის დამარცხებაში ჯუდ ბელინგემმა ლომის წვლილი დაიდო. მე-20 წუთზე ახალგაზრდა ინგლისელმა თავად გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს საგოლე გადაცემა შეასრულა. “ბეშიქთაშის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, […]
ბორუსია მანჩესტერ სიტისთან დაწინაურდა (ვიდეო)
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გახდა
გამორჩეული სეზონის შემდეგ, “დორტმუნდის ბორუსიას” 19 წლის ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი, ბუნდესლიგის 2022/23 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბელინგემის სეზონი ისე არ დასრულებულა, როგორც მას სურდა, თუმცა მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. მისი მატჩები და “დადგმული შოუები” აღიარების ღირსია, სწორედ ამ მიზეზით, იგი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი ფაქტი კი ხშირად ნამდვილად არ ხდება, რადგან “დორტმუნდმა” […]
დორტმუნდის ეფექტური კომბინაცია და ბელინგემის გოლი ბეშიქთაშთან (ვიდეო)
ინგლისური კლუბები ბელინგემისთვის ბრძოლაში ებმებიან
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლივერპულის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის მერსისაიდულ კლუბში ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გადასვლა შეუძლებელი იყო. თუმცა, ზაფხულში ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდება. ფაბრიციომ საკუთარ Youtube არხზე ბელინგემის მომავალზე ისაუბრა: “ლივერპულისთვის” ბელინგჰემის შეძენა ამ ზაფხულს შეუძლებელი იყო, რადგან მაისის ბოლოს, “ბორუსიას” თავკაცებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მის გაყიდვას არ […]
ლივერპულის უარი ჯუდ ბელინგემს – ისინი სხვა ნახევარმცველს ეძებენ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი, “ლივეპრულში” აღარ გადავა. ამის მიზეზი კი “მერსისაიდული” კლუბის უარია. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ინგლისელს – ჯუდ ბელინგემს ზაფხულში გერმანული კლუბის დატოვება სურს, რადგან მასზე არაერთი მსოფლიო გრანდი ნადირობს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჯუდი “ლივერპულის” გულშემატკივარია და სწორედ მერსისაიდულ კლუბში სურდა თამაში, თუმცა მისი მაღალი სატრანსფერო ფასის […]
მოდრიჩი რეალის დატოვებას არ გეგმავს
ჯუდ ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებდნენ, რომ ლუკა მოდრიჩი სამეფო კლუბს დატოვებდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, მოდრიჩმა “რეალთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. “ბლანკოსის” ხორვატი ვარსკვლავის შეძენით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებოდნენ და მოდრიჩს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა “რეალის” დატოვებაზე უარი განაცხადა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მოდრიჩმა საუდის არაბეთის კლუბების […]
ერთ-ერთმა საუკეთესო ევროპულმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა ტოპ 5 ჩემპიონატის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. “ვალენსიას” გოლკიპერთან ერთად, სიმბოლურ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი, ვინიცუს ჯუნიორი, ფლორიან ვირცი, ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი, ალფონსო დევისი და სხვები არიან. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი: […]
მსაჯის კრიტიკისთვის ბელინგემი 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს
ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ბაიერნთან” 2:3 მარცხის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო, დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი 40 ათასი ევროთი დაჯარიმდა. “ბორუსიას” წევრები ფელიქს ცვაიერის მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ – ინგლისელმა ნახევარმცველმა კი საკმაოდ მწვავე კომენტარი გააკეთა: “ქვეყნის მთავარი მატჩს ანდობთ იმ მსაჯს, რომელსაც კავშირი გარიგებულ მატჩთან ჰქონდა, სხვას რას ელოდით მისგან?!” – თქვა ბელინგემმა. გერმანიის საფეხბურთო კავშირის […]