ბერძნული მედია | “შენგელია პანათინაიკოსის შეთავაზებას დათანხმდა”
ცნობილი ბერძნული სპორტული მედიის “SDNA”-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი – თორნიკე შენგელია, ბერძნული “პანათინაიკოსის” შეთავაზებას დათანხმდა და ტრანსფერი მალე დაიხურება. ქართველი ვარსკვლავი, “პანათინაიკოსის” მწვრთნელის – ერგინ ატამანის სიაში ზაფხულის პირველივე დღეებიდან პირველ ადგილს იკავებს. ბერძნულ კლუბში დინოს მიტოღლუს მოსვლის შემდეგ, თორნიკე შენგელიას მიმართ ინტერესი შენელდა, თუმცა თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და “პანათინაიკოსის” მწვრთნელმა, ქართველი ფორვარდის […]
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართა თბილისში, რომლის შედეგად ის 18 მოთამაშე შეირჩა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. 4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან, ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და […]
კალათბურთის მსოფლიო თასი საქართველოშია
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, კალათბურთის მსოფლიო თასი ჩამოიტანეს. საქართველოს საკალათბურთ ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო თასზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. მსოფლიო თასი პირველად საქართველოს ბანკის შენობაში დადგეს, შემდეგ კი მან არაერთი ისტორიული ადგილი მოიარა. თასის შემდეგი გაჩერება საქართველოს ულამაზესი ოპერისა და ბალეტის თეატრში იყო, რომელიც 1851 წელს დაარსდა. მისმა მდიდრულმა ინტერიერმა იგი ქართველების საყვარელ ადგილად და თბილისის კულტურული […]
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ-ს მეტოქე ცნობილია
5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი […]
მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ემზადებიან – ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო პირველობა 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები კი მსოფლიო ტიტულის დასაცავად ემზადებიან. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – სერჯიო სკარიოლომ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანეთის ნაკრებს დიდხნიანი პაუზისა და ტრავმის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი – […]
გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრებისა და “ტენერიფეს” კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ესპანურ კლუბთან გაახანგრძლივა. “შერმო” გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ქართველი ცენტრი “ტენერიფეში” 2019 წელს გადავიდ და მას შემდეგ გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. მას კლუბთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. გარდა ამისა, გიორგი ესპანური კარიერის განმავლობაში ინდივიდუალური ჯილდოებითაც გამოირჩა. ის 2021 და 2023 წლებში ესპანეთის […]
“გთოვთ უთხარით მათ რომ დაბრუნება მსურს”. “სპურსმა” მამუკელაშვილის თხოვნა შაბათს დაუკმაყოფილა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 208 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მოთამაშე “სან ანტონიოს” მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს დათანხმდა. ქართველმა ცენტრმა 2-მილიონიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “მამუ” ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოთი აღნიშნა, სადაც “სპურსის” ფორმა აცვია. – წერს SAN ANTONIO EXPRESS NEWS. მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით […]
მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. სლოვენიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ალექსანდრ სეკულიჩმა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სლოვენიის დაპირისპირება 28 აგისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ პროცესს გაივლის, […]
ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს
L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად 19 წლის კალათბურთელმა მიიღო. ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას ვემბანიამამ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების გამო გული ძალიან სწყდება. ვემბანიამამ თქვა, რომ მან არჩევანი დამოუკიდებლად, ახლო მეგობრებთან და მის სამედიცინო გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მან საფრანგეთის მწვრთნელს და გუნდის სხვა მოთამაშეებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ […]
23 ივნისს, 22:30 საათზე, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის დიდი ფინალი გაიმართება, სადაც ჩემპიონის ბედს Game 7-ი გადაწყვეტს. ფინალში ერთმანეთს “ვირტუს ბოლონია” და “ოლიმპია მილანი” დაუპირისპირდებიან. თავდაპირველად პირველი ორი მატჩის შემდეგ, მილანური კლუბი სერიაში 2:0 იგებდა, ამის შემდეგ კი “ვირტუსმა” შეძლო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მილანური კლუბი კვლავ დაწინაურდა, ხოლო გადამწვეტი მატჩის მოგება ვერ შეძლო და სერიაში […]
კრის პოლი კარიერას გოლდენ სტეიტ უორიორსში გააგრძელებს
“ვაშინგტონ ვიზარდსი” თანახმაა გაცვლაზე, რომლის შედეგადაც ჯორდან პულისა და რაიან როლინსის სანაცვლოდ, კრის პოლი “გოლდენ სტეიტ უორიორსში” ითამაშებს. ახლა კრის პოლი სტეფ კარისთან და კლეი ტომპსონთან ერთად “გოლდენ სტეიტს” უფრო გააძლიერებს. პოლი 38 წლის არის და მისი გამოცდილების ხარჯზე გუნდის სათამაშო ტაქტიკასაც კარგად უნდა მოერგოს. აღსანიშნავია, რომ კრისმა გასულ სეზონში “სანსის” რიგებში, ასისტებით ლიგაში მესამე […]
ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანო 85:66 დაამარცხა
დღეს გაიმართა მეხუთე დაპირისპირება “ბოლონიასა” და “ოლიმპია მილანოს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. თორნიკე შენგელიას გუნდმა მოწინააღმდეგე დამაჯერებლად – 85:66 დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო თორნიკე შენგელიამ. მატჩის ყველაზე შეეგიანი მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი ბელინელი იყო, რომელმაც […]