2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და მექსიკა უმასპინძლებენ. უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის მასპინძლობისთვის, მეზობელმა ქვეყნებმა ერთობლივი განაცხადი შეიტანეს და მუნდიალის მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. სამეულს კონკურენციას მაროკო უწევდა, თუმცა ხმათა სოლიდური უმრავლესობით დამარცხდა. ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები კანადის, აშშ-სა და მექსიკის 16 ქალაქში გაიმართება. კანადაში, მუნდიალის მატჩები ვანკუვერსა და ტორონტოში ჩატარდება, ხოლო მექსიკა […]