,,ოქროს ბურთის” 66-ე დაჯილდოების გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო. ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელმა ,,სამეფო გუნდთან” ერთად ესპანეთის ლა ლიგა, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. […]