კარიმ ბენზემა მადრიდული გრანდიდან კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ, კიდევ უფრო პროდუქტიული გახდა. “ბლანკოსის” ფრანგმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონის სტარტზე, ლა ლიგის 3 ტურში, 4 გოლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემამ, გასულ სეზონში ლა ლიგის 32 შეხვედრაში, მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, “ლეგანესის” წინააღმდეგ გაფორმებული დუბლით, ბენზემა საკუთარ გუნდს დაეხმარა გამარჯვებაში. ამასთანავე, […]