25 მატჩში 1 მარცხი – ხავი ბარსელონას ისტორიაში შევიდა
კატალონიის “ბარსელონა” 2022/2023 წლების სეზონში საუცხოოდ კარგ ფორმაში იმყოფება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მიჩვეულები ნამდვილად არ ვართ. კატალონიელები 21 ტურის შემდეგ, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებას 9 ქულით ლიდერობენ (“რეალს” გამოტოვებული აქვს 1 მატჩი). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 21 ტურის შემდეგ, ხავის გაწვრთნილ გუნდს 43 გოლი აქვს გატანილი, საკუთარ კარში კი მხოლოდ 7 გოლი მიიღეს, აქედან […]
ლეო მესი ხავის გაუთანაბრდა – ისინი პირველ ადგილს იყოფენ
ლალიგის 23-ე ტურში “ბარსელონა” “ალავესს” მასპინძლობს. შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო კატალონიური გრანდის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ. აღნიშნული შეხვედრა ლეო მესისთვის 505-ეა ლალიგაში “ბარსელონას” რიგებში. ამ მაჩვენებლით არგენტინელი “ბარსელონას” ყოფილ მოთამაშეს და თანაგუნდელს, ლეგენდარულ ხავი ერნანდეს გაუთანაბრდა. მე-3 ადგილთან სხვაობა ძალიან დიდია. მე-3 ადგილზე ანდრეს ინიესტაა 442 შეხვედრით. ⭐️ ⭐️#Messi ties Xavi atop Barça’s all-time […]
ოფიციალურად: ხავი ბარსელონას მთავარი მწვრთნელია
ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემები, ერთბაშად იუწყებიან, რომ “ბარსელონას” და ხავი ერნანდესის თანამშრომლობა დადასტურდა. უახლოეს ხანებში, ინფორმაციას ოფიციალურად კატალონიური გრანდიც დაადასტურებს, რომლის მთავარი მწვრთნელიც კლუბის ლეგენდა გახდება. ინფორმაციას ასევე 41 წლის ესპანელის პირველი ის კლუბიც ავრცელებს, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა. ყატარულმა “ალ-სადმა” ხავის “ბლაუგრანაში” დანიშვნა მიულოცა. Turki Al-Ali: The #AlSadd administration has agreed on Xavi’s move […]
პიკეს მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა დაეძაბა
პიკესა და “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ხავის შორის ურთიერთობა ოდნავ დაიძაბა. ეს ყველაფერი მცველის პრეტენზიას მოჰყვა, რომელიც ესპანელმა სათამაშო დროზე გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ისინი წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ და სამ ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, ლა ლიგის ტიტულიც მოიპოვეს. თუმცა, დღეს მათი ურთიერთობა ძალიან განსხვავებულია. პიკეს გარდა გუნდში კიდევ ოთხი ცენტრალური მცველი ირიცხება. კრისტენსენს, კუნდეს, არაუხოსა და ერიკ […]
ხავი და მისი მეუღლე კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ
კორონავირუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიდგა ფესვები. ესპანეთში კრიტიკული მდგომარეობაა. “კოვიდ 19-ით” ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. დღევანდელი მონაცემებით ესპანეთში უკვე 546 ადამიანია გარდაცვლილი. ამასთან დაკავშირებით ხავი ერნანდესმა და მისმა მეუღლემ ნურია კუნილერამ მიიღეს შესანიშნავი გადაწყვეტილება. ისინი კატალონიაში მდებარე კლინიკებს 1 მილიონი ევროთი დაეხმარებიან. ეს თანხა მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. ჯამში ესპანეთში კორონავირუსის 124 736 შემთხვევა დაფიქსირდა. […]
ხავი: “ეს ჩვენთვის გამოწვევაა, რეალთან მატჩი შესაძლოა გარდამტეხი იყოს”
12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა. “ეს ჩვენთვის გამოწვევაა, ფინალში თამაშის შესაძლებლობა. ეს მატჩი შეიძლება გარდამტეხი იყოს. ვეცდებით ჩვენი საუკეთესო მხარე გამოვავლინოთ და დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ. მადრიდის “რეალი” ძალიან კარგ ფორმაშია, თუკი სატურნირო ცხრილში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ესპანეთის […]
ხავი: “წარსულის შიშით დაკომპლექსებულებმა ვითამაშეთ”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულ ელ კლასიკოში, მადრიდის “რეალთან” მარცხი (2:3) შეაფასა. “სევდიანი ვარ ასეთი შედეგის ხილვით. მე-20 წუთიდან, მეჩვენებოდა, რომ რაღაც კომპლექსებით ვითამაშეთ, ახლო წარსულის შედეგების გამეორების შიშით. თუმცა, შემდეგ მოვახერხეთ ამ მომენტის დაჩრდილვა და თამაში ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. თუ მონეტას გადავატრიალებთ და ის “ბარსას” მხარეს დაეცემა, მაშინ […]
ხავი: ,,ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი”
,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ყატარული ,,ალ სადის” მთავარი მწვრთნელია, კატალონიურ გრანდში შესაძლო მუშაობაზე ისაუბრა: ,,ბარსელონაში როგორც კი ჩავფრინდები, ჟურნალისტები აეროპორტში მელოდებიან და ხალხი მაშინვე უამრავ წერილს მწერს. ვინმემ რამე გითხრათ ამის შესახებ? არა, რადგან პირველ ყოვლისა, გუნდს ჰყავს მწვრთნელი და ეს კუმანია. მას პატივი უნდა ვცეთ. მე კი არ ვჩქარობ. როდესაც დრო […]