ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “ხეტაფესთან” სტუმრად უგოლო ფრე – 0:0 ითამაშა. მცირე ტრავმის გამო ერთი შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, ანდალუსიელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და სრულადაც ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთო ჯამში, 21 წლის გოლკიპერმა 5 ბურთი მოიგერია და ევროპის წამყვანი სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანიებისგან გამორჩეული შეფასებაც დაიმსახურა. […]