ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი ამ კუთხით გიორგი დემეტრაძის შემდეგ პირველი ქართველი, ხოლო მის თანამემამულეებს შორის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღო. მოედანზე გატარებულ 90 წუთში […]