ესპანური მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, 20 წლის ქართველი გოლკიპერი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში ლა ლიგის მესამე ტურში, “ალავესთან” გასამართ დაპირისპირებაშიც აღმოჩნდება. “მამარდაშვილი “გრანადაში” არ იყო ისეთი გიგანტი ქართველი, როგორიც წინასასეზონო შეკრებაზე და ლა ლიგის პირველ ტურში “ხეტაფესთან”, როცა “მესტალიას” თავი შეაყვარა. “ლოს კარმენესზე” მან თავისი პირველი შეცდომები დაუშვა, თუმცა […]