დიეგო გოდინის ისტორიული მიღწევა – ურუგვაელი გამორჩეულ ექვსეულში მოხვდა
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, წონასწორობა 7 წუთში ლუკ დე იონგმა აღადგინა, კიდევ 21 წუთის შემდეგ ნიდელრნადელმა “სევილია” დააწინაურა, სამ წუთში კი “ინტერმა” ისევ გათანაბრება – ამჯერად, დიეგო გოდინის თავური დარტყმით. საინტერესოა, […]
მოიესის სინდრომი? ლოპეტეგი ზიდანის წნეხში იმყოფება
მადრიდის “რეალში” მისვლის შემდეგ ხულენ ლოპეტეგს რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად: ზინედინ ზიდანმა გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა, გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა, გულშემატკივრები კი გატანილ გოლებსა და ტიტულებს შეეჩვივნენ. შესაბამისად, ხულენ ლოპეტეგისგან ყველა ხარისხიანი ფეხბურთსა და რაც მთავარია, შედეგს ითხოვს. “ატლეტიკოსთან” სუპერთასის დათმობის შემდეგ, “რეალმა” ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში დაიწყო – სწრაფი, დინამიური, კომბინაციური ფეხბურთი, […]
ხულენ ლოპეტეგი: “ეს ამბის ბედნიერი დასასრულია”
“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ინტერთან” (3: 2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ეს არის განსაკუთრებული ემოცია ჩვენთვის, ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს ამბის ბედნიერი დასასრულია. ლუკ დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მთელი მატჩი შესანიშნავად იმუშავა და შესაბამის დროს საჭირო ადგილზე იყო. შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუნი გვქონდა, მაგრამ “სევილია” არასდროს ნებდება. რაც შეეხება ბანეგას […]
გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ხულენ ლოპეტეგმა მორიგი ვარჯიშისას „კასტილიის“ 11 ფეხბურთელი გუნდთან ერთად ავარჯიშა. აღსანიშნავია, რომ გუნდში არაერთი პრობლემაა – აღდგენით პროცესს გადიან ისკო და კარვახალი, ხოლო ბეილი და ბენზემა კი ცალკე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. შეგახსენებთ, რომ გასული 4 მატჩის განმავლობაში „რეალმა“ 1 გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. მომდევნო მატჩს „სამეფო კლუბი“ საკუთარ მოედანზე, […]
ფრენკ ლამპარდი: “მთავარია რომ გოლი არ გავუშვით, შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში “სევილიასთან” ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “სევილიამ” ბევრი საფრთხე შეგვიქმნა ფლანგებიდან შეტევების დროს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და მაღალი დონე აქვთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაში საკმაოდ ფრთხილად წარიმართა და ორივე გუნდი შეეცადა მეტოქისთვის გატანაში ხელი შეეშალა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთი ქულა მოვიპოვეთ და […]
დაგვიბრუნეთ ძველი გუნდი! – რეალის გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ
მადრიდის “რეალი” ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ იმარჯვებს: 1 გატანილი გოლი, 4 წაგება და 1 ფრე – ეს არის მადრიდული გუნდის მონაგარი გასულ მატჩებში. მადრიდული გუნდის გულშემატკივარს ასე ცუდად მოთამაშე “რეალი” უკვე წლებია არ უნახავს და 5 წელიწადში 4 ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდისგან გულშემატკივარი სულ სხვა ფეხბურთს ითხოვს. სრულიად მოულოდნელად, მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” დამარცხება ვერ […]
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი” ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი” იურგენ კლოპი – “ლივერპული” ხულენ ლოპეტეგი – “სევილია” ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი” ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის […]
მოურინიო რეალში ბრუნდება?!
“ლევანტესთან” სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებას ვერ მალავს და ლოპეტეგის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ესპანურ მედიაში გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს. წყაროს მტკიცებით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლოპეტეგის დღეები დათვლილია – მის პირველ შემცვლელად კი სწორედ მოურინიო განიხილება. El Chiringuito-მ ლოპეტეგის პოტენციურ შემცვლელთა შორის – ანტონიო კონტე, სანტიაგო სოლარი და არსენ ვენგერიც […]
ხულენ ლოპეტეგიმ სევილიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“სევილიას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე არსებული ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე იწურებოდა, აწი მოქმედი კონტრაქტით კი ლოპეტეგი ანდალუსიურ კლუბს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა “სევილია” 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.