მოურინიო რეალში ბრუნდება?!
“ლევანტესთან” სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებას ვერ მალავს და ლოპეტეგის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ესპანურ მედიაში გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს. წყაროს მტკიცებით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლოპეტეგის დღეები დათვლილია – მის პირველ შემცვლელად კი სწორედ მოურინიო განიხილება. El Chiringuito-მ ლოპეტეგის პოტენციურ შემცვლელთა შორის – ანტონიო კონტე, სანტიაგო სოლარი და არსენ ვენგერიც […]
ტიბო კურტუა: “რეალში მაღალი კონკურენციის გამო გადმოვედი”
მადრიდის “რეალის” ბელგიელი კიპერის, ტიბო კურტუას განცხადებით, “ჩელსიდან” მადრიდრულ გრანდში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი უფრო ძლიერი კუნკურენცია გახდა. ხულენ ლოპეტეგის პერიოდში, კურტუა “რეალის” ძირითადში ნაკლებად ხვდებოდა – ესპანელი სპეციალისტი კეილორ ნავასს უფრო მეტ ნდობას უცხადებდა. თუმცა სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ, ბელგიელმა გუნდის ძირითადში დაიმკვიდრა თავი. “ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, გუნდში მეტი თავდაჯერებულობა იგრძნობა. წინა თვეებში გუნდს […]
ფრენკ ლამპარდი: “მთავარია რომ გოლი არ გავუშვით, შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი უნდა იყოს”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში “სევილიასთან” ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “სევილიამ” ბევრი საფრთხე შეგვიქმნა ფლანგებიდან შეტევების დროს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და მაღალი დონე აქვთ. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ თამაში საკმაოდ ფრთხილად წარიმართა და ორივე გუნდი შეეცადა მეტოქისთვის გატანაში ხელი შეეშალა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ერთი ქულა მოვიპოვეთ და […]
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი” ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი” იურგენ კლოპი – “ლივერპული” ხულენ ლოპეტეგი – “სევილია” ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი” ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის […]
ხულენ ლოპეტეგი “რეალის” მწვრთნელი აღარ არის
როგორც ჩანს “ელ-კლასიკოში” განადგურება ბოლო წვეთი აღმოჩნდა სამეფო კლუბის ხელმძღვანელთა ფიალაში. ცნობილი გახდა, რომ ხულენ ლოპეტეგი “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლეს. დროებით მწვრთნელის მოვალეობას სანტიაგო სოლარი შეასრულებს.
ხულენ ლოპეტეგი: “მარცხზე პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ”
კატალონიაში ანგარიშით 5:1 განადგურების შემდეგ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელმა, ხულენ ლოპეტეგმა განცხადება გააკეთა. “რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა კამპ ნოუზე გამარჯვება ძალიან რთულია. შანსების გამოყენების ნაცვლად, ჩვენს კარში 3 გოლი მივიღეთ. ცხადია, დამარცხება უპირველეს ყოვლისა მწვრთნელის დამსახურებაა, თუმცა გუნდი ერთად იმარჯვებს და ერთად მარცხდება,” განაცხადა მან. ევროპაში რამდენიმეწლიანი დომინირების შემდეგ, მადრიდულ გუნდს კრიზისი დაეწყო. ზინედინ ზიდანის ჩანაცვლება […]
ხულენ ლოპეტეგიმ პრიმერა დივიზიონის გუნდი ჩაიბარა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. ცნობილია, რომ ლოპეტეგისთან “სევილიას” ხელმძღვანელობამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 52 წლის სპეციალისტის კარიერა “რეალში” ძალიან ცუდად წარიმართა – ესპანელი გუნდიდან ოქტომბერში გაათავისუფლეს, რაც “რეალის” მკაფიო რეგრესისა და “ბარსელონასთან” გამანადგურებელი მარცხით (5:1) წაგებით იყო განპირობებული. “რეალში” დანიშვნამდე, ლოპეტეგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. გუნდიდან ლოპეტები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე […]
ხულენ ლოპეტეგი: “ეს ამბის ბედნიერი დასასრულია”
“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “ინტერთან” (3: 2) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ეს არის განსაკუთრებული ემოცია ჩვენთვის, ჩემთვის, გულშემატკივრებისთვის. ეს ამბის ბედნიერი დასასრულია. ლუკ დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან მთელი მატჩი შესანიშნავად იმუშავა და შესაბამის დროს საჭირო ადგილზე იყო. შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუნი გვქონდა, მაგრამ “სევილია” არასდროს ნებდება. რაც შეეხება ბანეგას […]
ხულენ ლოპეტეგიმ სევილიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“სევილიას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აქამდე არსებული ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე იწურებოდა, აწი მოქმედი კონტრაქტით კი ლოპეტეგი ანდალუსიურ კლუბს 2024 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა “სევილია” 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.