ბრიტანულმა ვებგვერდმა, Goal.com-მა, სეზონი შეაჯამა და შეადგინა საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. სიმბოლურ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა: ,,მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორი და გაბრიელ მარტინელი აშკარად სერიოზული პრეტენდენტები იყვნენ. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ბაზარზე მხოლოდ ,,ნაპოლის” კარგი მუშაობა არ დაუმტკიცებია – ის მხოლოდ 10 მილიონ ევროდ გაიფორმეს, უნდა გვახსოვდეს, […]