,,მილანის” კაპიტნის, დავიდე კალაბრიას თქმით, ,,ნაპოლისთან” დაპირისპირებაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია: ,,დაძაბული მატჩი გამოვიდა, ამას ველოდით, გულშემატკივარი დაგვეხმარა და ვფიქრობ, რომ გამარჯვება დამსახურებულია, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერია. მატჩის სტარტზე მათ გარკვეული პრობლემები შეგვიქმნეს, მაიკმა რამდენიმეჯერ გვიხსნა. გოლი არ გავუშვით იმ გუნდისგან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულია, მასთან დაპირისპირება სასიამოვნო იყო. […]