,,იუვენტუსისა” და ,,ნაპოლის” შეხვედრის პირველ ტაიმში ტურინული გუნდის მცველმა, ფედერიკო გატიმ, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა მატჩის მთავარ მსაჯს, მიკელ ფაბრის, მომენტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ეპიზოდი DAZN-თან საუბარში ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა, ლუკა მარელიმ შეაფასა: ,,ეპიზოდი ძალიან საკამათოა. შეკრული მუშტი, გატი იღიმება, ჩემი აზრით, ეს საკმარისი საბაბი იყო იმისთვის, რომ მომენტი მოედანს გარეთ განხილულიყო. ,,იუვენტუსის” მცველმა […]