მილანთან მარცხის შემდეგ ნაპოლიმ რეკორდის გამეორების შანსი დაკარგა
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, “მილანთან” “ნაპოლის” მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა ტურინის “იუვენტუსის” დამყარებული რეკორდის გაუმჯობესების შანსი დაკარგა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ “ნაპოლის”, რომელიც იტალიის სერია A-ს უახლოეს კონკურენტ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და სკუდეტოს ისტორიაში მესამედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა, “ბიანკონერის” მიერ დამყარებული ქულათა მაქსიმალური რაოდენობის გაუმჯობესების თეორიული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. კონკრეტულად, 2013/14 წლების სეზონში […]
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, “მილანთან” “ნაპოლის” მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლური გუნდის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი წამყვანი ძალა ვიქტორ ოსიმენია. “გარდა იმისა, რომ, მის ბალანსზე 21 გატანილი გოლია, ნიგერიელი ამჟამად არაპროგნოზირებადობის განსახიერებაა და სწორედ ესაა “ნაპოლის” მთავარი სიძლიერე. მხოლოდ ის […]
იტალიელი კომენტატორი: “კვარას შეჩერება ნაპოლის გაჩერებას ნიშნავს”
იტალიელმა საფეხბურთო კომენტატორმა ანტონიო კორბომ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში “მილანის” მიერ “ნაპოლის” ოთხი უპასუხო გოლით დამარცხების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი გააკრიტიკა და მას რჩევები მისცა. “მენტალური თვალსაზრისით, “ნაპოლი” ყოველთვის კარგად რეაგირებდა მარცხზე? როდესაც ისინი დიდ შეცდომას უშვებენ ისეთ გუნდთან, როგორიც “მილანია”, რომელსაც შეუძლია მაქსიმუმი გაიღოს, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ იმედი აქვთ. […]
“მარცხს ყველაზე მეტად კვარაცხელია განიცდიდა” – ნეაპოლური გამოცემა გასახდელში არსებულ სიტუაციაზე წერს
ნეაპოლური სპორტული გამოცემა areanapoli.it-ი “ნაპოლის” მიერ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში “მილანთან” – 0:4 წაგებას გამოეხმაურა და მატჩის შემდეგ მასპინძელთა გუნდის გასახდელში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. გამოცემის ცნობით, მარცხით ყველაზე იმედგაცრუებული საქართველოს ნაკრების 22 წლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იყო. “ის რაც “მილანმა” ნეაპოლში გააკეთა “ნაპოლიმ” დროულად უნდა დაივიწყოს. ეს მარცხი შესაძლოა კარგი გამოდგეს იმ კუთხით, რომ ლუჩიანო […]
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქესთან, “მილანთან” საშინაო კედლებში – 0:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიური გამოცემა Repubblica ნეაპოლურ კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს და ლუჩიანო სპალეტის მიერ გაწვრთნილი გუნდის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. “გამარჯვებისა და რეკორდების მონოპოლისტური ჯგუფის შეჩერებას მხოლოდ ოსიმენის არყოფნით ვერ ავხსნით. გაკვირვება სპალეტის გაოგნებულ […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ,,ნაპოლის” შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ხვიჩა ,,მილანის” წინააღმდეგ ბურთს სულ 57-ჯერ შეეხო, კარისკენ სამჯერ დაარტყა და 30-დან 29 სწორი გადაცემა გააკეთა (97%). ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,3 ქულით შეაფასა […]
ხვიჩა კვარაცხელია მილანთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
დღეს, სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 31-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია. 27 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]
ნაპოლის პრეზიდენტი: “ხვიჩას ჩვენთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვს და მას ახალი შეთანხმება არ სჭირდება”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. ლაურენტისი საქართველოს ნაკრების და მისი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხს, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობას და “მილანთან” მოახლოებულ დაპირისპირებას შეეხო. ნეაპოლური გუნდის მთავარი მენეჯერის თქმით, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის კონტრაქტთან დაკავშირებით მედია ზედმეტად ბევრს საუბრობს, ხოლო ნიგერიელი თავდამსხმელი სულ მცირე ორ კვირას გამოტოვებს. […]
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი სერია A-ს 28-ე ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩის შესახებ წერს და ხაზს უსვამს, რომ “მილანის” მთავარი საზრუნავი “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება იქნება. “პიოლის მთავარი მიზანი ნაპოლის უნიჭიერესი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაა. სწორედ ამიტომ, “როსონერის” მწვრთნელი “ნაპოლის” ქართველი ტალანტის “გალიაში” გამომწყვდევაზე ფიქრობს, რომელიც პირველ მატჩში თავისი აჩქარებით გადამწყვეტი იყო. გამოჯანმრთელებულ […]
“ნაპოლის” ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირმა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მარეკ ჰამშიკმა კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის და გამორჩეული ფიგურების შესახებ ისაუბრა. სლოვაკმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც გაუსვა ხაზი. “ნაპოლი არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. მე ვარ “აძურის” ნომერ პირველი გულშემატკივარი, მათ შორიდან ვადევნებ თვალს და მათ შესახებ ბევრს ვიგებ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ და ნებისმიერ მატჩში […]
ნეაპოლურ-მილანური მედიის პროგნოზები: კვარა VS ლეაო – ორი საუკეთესო გარემარბის დაპირისპირება
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კვლავაც საკლუბო სეზონის დრო დგება, რომელიც დასკვნით ფაზაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მესამედიც იწყება. აპრილის თვეს საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი “მილანთან” სერია A-ს 28-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრით დაიწყებს. “ნაპოლის” მიერ საშინაო კედლებში ჩასატარებელი შეხვედრის შესახებ როგორც ნეაპოლური, ისე მილანური სპორტული მედია აქტიურად საუბრობს და განსხვავებულ პროგნოზებს გვთავაზობს, […]
სერია A-ს რეკორდი: კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი რეკორდი დაამყარა და ისტორიული ფაქტი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავი იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – აღნიშნული აღიარება ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ მოიპოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 2019 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯილდო ფეხბურთელებს გადაეცემათ, […]