კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები ბოლო მატჩებში | VIDEO
“ასახელეთ ჩვენი ქვეყანა” – კვარაცხელიამ ნაკრები გაამხნევა (ფოტო)
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსი დაუდასტურდათ და დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა. “მიდით ბიჭებო, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა! წინ […]
“ჯუღელს არ ვიცნობ” – ოვერმარსი ყველა ინფორმაციას უარყოფს
როგორც მოგეხსენებათ, დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “აიაქსის” ხელმძღვანელებთან შეხვედრისთვის ემზადებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ხვიჩასადმი ამსტერდამელთა დაინტერესება გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა უარყო. ნიდერლანდელს კიდევ ერთი რუსული გამოცემა – euro-football.ru დაუკავშირდა. “არა, ეს ასე არ არის. “აიაქსი” კვარაცხელიათი არ დაინტერესებულა, ეს ყველაფერი ჭორია. არანაირი მოლაპარაკება “რუბინთან” არ არსებობს, ჯუღელს […]
კვარაცხელიას ტრანსფერით სერია ა-ს კიდევ 2 გუნდი დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” შემტევით – ხვიჩა კვარაცხელიათი მილანის ,,ინტერი” და ბერგამოს ,,ატალანტაც” ინტერესდებიან. ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს. აქამდე იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სერია ა-ს რამდენიმე გრანდს – ,,მილანს”, ,,იუვენტუსსა” და ,,ნაპოლის” სურს. გარდა ამ გუნდებისა, ხვიჩას ტრანსფერზე დორტმუნდის ,,ბორუსიაც” მუშაობს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 […]
ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ტალანტი საუკეთესო თერთმეტეულში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემამ, Whoscored-მა შეიყვანა. ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი შემტევი სიმბოლურ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც აიმერიკ ლაპორტი, ფერან ტორესი, სერხიო ბუსკეტსი, ვიქტორ ლინდელოფი, ალექსანდრ ისაკი, კოსტას ციმიკასი და სხვები […]
კვარაცხელია: “არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს”
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსის გამო გამოაკლდა. 19 წლის ფეხბურთელზე ტესტმა დადებითი პასუხი შეხვედრის წინა დღეს, 11 ნოემბერს აჩვენა. ხვიჩამ იმ ემოციების შესახებ “პირველ არხთან” ისაუბრა, როდესაც უმძიმესი ინფორმაცია გაიგო – ის მაკედონიასთან ვერ ითამაშებდა. “არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო […]
კალაძე ადასტურებს – გატუზოსა და მალდინის ხვიჩას შესახებ ვესაუბრე
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ. „ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და […]
ინგლისური მედია: ლიდსი კვარაცხელიას ტრანსფერს პირველ ივლისამდე დახურავს
ინგლისური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას “ლიდს იუნაიტედში” გააგრძელებს და ეს ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. leeds-live.co.uk-ი წერს, რომ ყაზანის “რუბინსა” და პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა, თანხმობას თავად ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლებიც აცხადებენ, ახლა კი ერთადერთი საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია, სატრანსფერო ღირებულებაა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტის მონაწილეობით კლუბები მოლაპარაკებებს მართავენ, სავარაუდოდ, 20 წლის […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
ვლადიმირ ვაისი: “კვარაცხელია დორტმუნდში სათამაშოდ 100%-ით მზადაა”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა Championat.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის “ბორუსიაში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. “კარგი ფეხბურთელები მზად არიან ყველაფრისთვის, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ “ბორუსიაში” ტრანსფერი განხორციელდება, ეს მშვენიერი იქნება. მისთვის ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება. ვფიქრობ, ის “დორტმუნდში” სათამაშოდ 100%-ით მზადაა. ასეთი ფეხბურთელები საქართველოში […]
რუბინი დაისაჯა – ყაზანელები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაარეგისტრირებენ
რუსეთის ფეხბურთის კავშირის პალატამ ყაზანის “რუბინს” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა. კლუბს “კრასნოდარი” ივან იგნატიევის ტრანსფერის გამო უჩივის. როგორც ცნობილია, “რუბინს” 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ოფიციალური შეთანხმების მიხედვით დადგენილი თანხა არ გადაუხდია. განცხადების თანახმად, ყაზანელებს ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება იმ შემთხვევაში აღუდგებათ, თუ “კრასნოდარს” ნაკისრ ვალდებულებას შეუსრულებენ. აღნიშნული ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო “რუბინმა” […]
სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]