იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლოს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. 21 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ ჰეთთრიკის ავტორს, ვიქტორ ოსიმენს (9.58) ჩამორჩა. ხვიჩამ ,,სასუოლოს” წინააღმდეგ კარისკენ ხუთჯერ დაარტყა და 27-დან 23 სწორი გადაცემა […]