,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,ძალიან მომწიფებული გუნდი ვნახე, რომელმაც იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა მატჩში, რომელიც, შეიძლებოდა, გართულებულიყო. ფეხბურთელები ყოველთვის საკუთარ ადგილზე იყვნენ და ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ დაგვიტოვებია. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან რიტმი უნდა დაიბრუნოს. არ დაგვავიწყდეს, რომ მისი შესვენება ერთი თვით ადრე დაიწყო. ტემპს უნდა მოუმატოს, დღეს კარგი მატჩი […]