ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ საფეხბურთო ჟურნალისტ – ხოსეპ პედრეროლთან გადაცემაში სტუმრობისას, გუტიმ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას კუმირია. “რეალის” ლეგენდამ პირობა დადო, რომ კვარას აუცილებლად გაუგზავნიდა მაისურს მისი ხელმოწერით. გუტი კვარაცხელიას: “იმედი მაქვს, მალე მადრიდის რეალში გიხილავ” გუტიმ პირობა შეასრულა და ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მაისური უსახსოვრა. ავტოგრაფიანი მაისური და გუტის მიმართვა კვარას ესპანელმა ჟურნალისტმა გადასცა. […]
კვარაცხელიას გოლი სერია A-ს 26-ე ტურში საუკეთესოდ დასახელდა | VIDEO
“რამ განაპირობა ნაპოლის აღორძინება” – 433-ის პოდკასტი
433-ის პოპულარული პოდკასტის ახალი ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 1 საათის წინ გამოქვეყნდა, სრულიად “ნაპოლის” ეთმობა. 25-წუთიან პოდკასტში საუბარია “პარტენოპეის” წარმატებაზე და იმ მიზეზებზე, რამაც “ნაპოლის” აღორძინება განაპირობა. პოდკასტის ავტორი საფეხბურთო სამყაროში მოღვაწე 5 განსხვავებულ ადამიანს ესაუბრა და ნეაპოლიტანური კლუბის წარმატების მიზეზი ჰკითხა. კვარაცხელია: “თავისუფლება ჩემი ხელწერაა” | სტატია New York Times-ში კარლო ანჩელოტი: “ხვიჩა კვარაცხელია დიდი […]
კრისტიან ვიერი: “კვარაცხელიას გოლი სიგიჟეა – მანჩესტერში თუ გადავა, ჯორჯ ბესტის დროს დააბრუნებს”
არაერთი იტალიური გრანდისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში, “ატალანტას” კარში გატანილი გოლის და მისი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. “სპალეტი რაღაცებს მხოლოდ სათქმელად არ ამბობს, როცა მან თქვა, რომ კვარამ მარადონას მსგავსი გოლი გაიტანა და კიმი მსოფლიოში დღესდღეობით საუკეთესო მცველია, მას […]
კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე მოვლენებზე Tik Tok-ზე სახალისო ვიდეო გავრცელდა | VIDEO
ერთ-ერთმა Tik Tok გვერდმა huna.amman-მა ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე სატრანსფერო ციებ-ცხელებაზე სახალისო ანიმაცია შექმნა. აღნიშნული გვერდი საფეხბურთოა და მიმდინარე მოვლენებს სახალისო კარიკატურებითა თუ ანიმაციებით ეხმაურებიან. აღსანიშნავია, რომ გვერდს ერთ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ანტონიო კასანო: “კვარაცხელია თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა”
მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დადებითი განცხადებებით ყოველთვის გამოირჩევა და საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის პირადი გულშემატკივარი გახდა, 22 წლის ქართველ ვარსკვლავზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. “ჩემთვის კვარაცხელია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარცხენა გარემარბია. ის კომანზე ძლიერია, გრილიშზე ძლიერიც. მას თავისუფლად შეუძლია “ბარსელონაში” თამაში. დღეს […]
კვარაცხელია: “თავისუფლება ჩემი ხელწერაა” | სტატია New York Times-ში
უკვე 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ცაზე ბრწყინავს. ამ პერიოდში, ქართველმა ტალანტმა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც New York Times-ი კვარაცხელიათი ინტერესდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გამოცემის კორესპონდენტი, რორი სმითი, ნეაპოლს ეწვია, რათა ხვიჩას თავად შეხვედროდა. მათი შეხვედრა ღრუბლებში გახვეული ვეზუვის ფონზე, “გრანდ […]
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის “რეალის” არსებულ ინტერესზე საუბარი ევროპულ მედიაში ისევ გრძელდება. სხვადასხვა იტალიური და ესპანური მედიაპლატფორმები ამტკიცებენ, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის დამატებას “ბლანკოსები” ახალი პროექტის პირობებში აპირებენ. კონკრეტულად, “თეთრებს” სურთ, რომ 300 მილიონი ევროს გამოყოფით, ორი ახალგაზრდა და ერთი გამოცდილი ვარსკვლავი დაიმატონ: ჯუდ ბენლინგემი, ხვიჩა კვარაცხელია […]
ფაბიო კანავარო: “ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია – მას მცველების წინააღმდეგ უპირატესობა აქვს”
ლეგენდარულმა იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა, ფაბიო კანავარომ “ნაპოლის” ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფენომენია. “ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია, თუ ბურთის აღების ნებას მისცემ, ის გაგარღვევს. იმის გასაგებად, თუ რა შესაძლებლობების მქონეა, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ მის მოძრაობას მოედანზე. ის ბურთს იღებს და საკმაო ხანს ინარჩუნებს, შემდეგ კი ამოირჩევს მოწინააღმდეგეს და გამიზნულად მასზე მიდის. […]
იტალიური მედია: “ქართველი დიეგოს იერს ატარებს, დროა მას “ნაპოლიმ” 10 ნომერი მისცეს”
13 მარტს, იტალიურმა მედიამ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სერია A-ს 26-ე ტურში ნაჩვენები შესანიშნავი თამაში კიდევ ერთხელ გაიხსენა. სხვადასხვა პრესტიჟულმა იტალიურმა მედიაპლატფორმებმა 22 წლის ქართველი ვარსკვლავის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმასა და ასევე ცხოვრებისეულ საკითხებზე ისაუბრეს, საიდანაც გამორჩეულ ეპიზოდებს გთავაზობთ. Il Mattino “კვარა, ლიდერი დიეგოს იერით. ნეაპოლი ტკბება ქართველი ვარსკვლავით”. Corriere dello Sport “მას შემდეგ, […]
იტალიის ნაკრების ვეტერანი: “კვარა ფენომენ რონალდოს მაგონებს – მისი გოლი ულამაზესი იყო”
მილანის “ინტერის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯუზეპე ბერგომიმ საქართველოს ეროვნული გუნდის და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ატალანტასთან” გატანილი გოლი ულამაზესი იყო, ერთ-ერთი ულამაზესი, რომელიც ბოლო წლებში მინახავს. მისი შეჩერება რომ მეცადა მეც მიწაზე დავვარდებოდი. კვარას შეუძლია მოგპაროს დრო და ფინტებით თავბრუ დაგახვიოს. ის ძალიან კარგი იყო. რაც შეეხება მცველების […]
ESPN: “კვარა ბრწყინვალეა – ისე მოძრაობს, როგორც ნეო მატრიცაში”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული სპორტული გამოცემის, ESPN-ის ინდოეთის გამოცემის ვერსიამ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ასე სათაურდება: “იშვიათი, ბრწყინვალე, ქაოსი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – შაბათ-კვირის მთავარი მომენტი”. “მიუხედავად უამრავი ღირსეული კანდიდატისა, ამ შაბათ-კვირას ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს “ატალანტას” წინააღმდეგ მოგებული მატჩიდან (2:0) ვირჩევთ, რომლის […]