,,მიუნხენ 1860-ის” მთავარმა მწვრთნელმა, დენის ბუშუევმა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” შემტევზე – ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,წარმომიდგენია თუ არა ხვიჩა კვარაცხელია გერმანიის ჩემპიონატში? ბუნებრივია! ის რობენისა და რიბერის სტილის ფეხბურთელია. კვარაცხელიას შეუძლია, ბუნდესლიგის ტოპ ხუთეულის გუნდში ითამაშოს – მას საოცარი ტექნიკა აქვს. გერმანიაში ასეთი ფეხბურთელების რაოდენობამ იკლო, ასე რომ, ხვიჩა აქ თამაშს ნანმდვილად შეძლებდა,” […]