დღეს, სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ატალანტას” უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 28-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია. 25 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,ატალანტა” […]
სპალეტი: ,,არც ისეთი თავხედები ვართ, სეზონი ისე ვაკონტროლოთ, თითქოს, ყველაფერი ფორმალობაა”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ატალანტასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,სეზონის წინ ცდილობთ, გუნდის მენტალიტეტი ჩამოაყალიბოთ, ,,ატალანტასთან” სტუმრად მოგებულმა მატჩმა კი განამტკიცა ფეხბურთის ის სტილი, რომლის თამაშიც გვინდოდა. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. ,,ატალანტა” ,,ლაციოსგან” სრულიად განსხვავებულად თამაშობს, ისინი სივრცეს გაძლევენ, თუმცა სწრაფად მოდიან და თავს გესხმიან. არ […]
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და “ლეჩეს” ნახევარმცველი ფედერიკო ბასკიროტო, ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ანხელ დი მარია, “ტორინოს” შუახაზელი ალექსეი მირანჩუკი და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი დაამარცხა. ამავე დროს, ხვიჩამ EA Sports-ის სპეციალური ჯილდოც მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნულ პრიზს ერთ […]
აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემის, THE NEW YORK TIMES-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი ნეაპოლში იმყოფებოდა, რათა საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცოცხლად ენახა, რის შემდეგაც მან 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შესაძლებლობები აღმატებით ხარისხში შეამკო და აღნიშნა, რომ ის ევროპის ყველაზე გასაოცარი ფეხბურთელია. “ამერიკაში განსაკუთრებულად აფასებენ პირველი კლასის ტალანტს. კვარა სხვა ჩემპიონი მოთამაშეებისგან განსხვავდება. მას უჩვეულო ნიჭი აქვს. ის […]
ნაპოლის ყოფილი მცველი: “კვარაცხელია ძალიან ბევრი მილიონი ღირს – ის ყველაზე დიდი სიურპრიზია”
ნაპოლის ყოფილმა მცველმა მაურო მილანეზემ სამხრეთიტალიური გუნდის ამჟამინდელი ბრწყინვალე სეზონისა და ამ საქმეში ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ბედნიერი ვარ “ნაპოლის” ასეთი მდგომარეობის გამო. მე ეს მაისური მცმია და ვიცი რა შეგრძნებაა. წარმომიდგენია რამხელა ზეიმი იქნება და როგორ დაიწყებს ქალაქი ამ დღესასწაულებისთვის მზადებას. “ნაპოლის” ასევე შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გმირობის ჩადენა. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი […]
გუტი კვარაცხელიას: “იმედი მაქვს, მალე მადრიდის რეალში გიხილავ”
მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, გუტიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო ესპანელ საფეხბურთო ჟურნალისტ, ხოსეპ პედრეროლთან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა. ჟურნალისტმა ესპანელ ვეტერან ფეხბურთელს უთხრა, რომ კვარაცხელიას ბავშვობის კუმირი სწორედ იგი გახლდათ, რაზეც გუტის პასუხი ასეთი იყო: “კვარას კუმირი მე ვარ? დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, […]
,,ნაპოლის” თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, Stampa Estera-ს დაჯილდოებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: ,,ნაპოლი ბევრმა ლიდერმა დატოვა და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. მათ გუნდში ადაპტაცია მალევე გაიარეს. კვარაცხელია გამორჩეულია ბიჭია, მან ჩემი ყურადღება სეზონის წინ მიიქცია. გასახდელში ყველას უყვარს არამხოლოდ იმისთვის, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ – მის გარეთაც. მჯერა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მას ,,ოქროს […]
ანდრეს კარასკო: “კვარაცხელიას რეალის ფილოსოფიის მორგება და მისი მაისურის ტარება შეუძლია”
“დინამო თბილისის” აკადემიის დირექტორმა, ესპანელმა ანდრეს კარასკომ, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ესპანურ გამოცემა as.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქართულ ფეხბურთში ახალი ნიჭიერი თაობის ზრდის შესახებ ისაუბრა და მათ შორის, მთავარი ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ოცნებას, მადრიდის “რეალში” თამაშსაც შეეხო. “1990-იანი წლების მსგავს ნაკლებად გლობალიზებულ სამყაროში ქართული ფეხბურთი ევროპის ლიგებში გამოჩნდა ისეთი სახელებით, როგორიც არის ქინქლაძე, […]
იტალიური მედია: “კვარაცხელია კონტრაქტის განახლებაზე თანახმაა”
იტალიური მედია ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და მისი წარმომადგენლები “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამჯერად, Il Mattino-ს უახლესი გამოცემა ამტკიცებს, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავის წარმომადგენლებმა “ნაპოლის” კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით თანხმობა უკვე განუცხადეს და უშუალოდ ფეხბურთელის სურვილი ნეაპოლში დარჩენაა. ამავე დროს, სტატიაში ვკითხულობთ, რომ კონტრაქტი […]
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში “ლაციოს” წინააღმდეგ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ჯუზეპე ბერგომიმ, კომენტარი გააკეთა და როგორც ნეაპოლური გუნდის, ისე მისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლი არის და რჩება სკუდეტოს ფავორიტად. ლაციოსთან” დამარცხება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდის შანსები საეჭვო გახდეს. ერთი მატჩის წაგების უფლება […]
სპალეტი: ,,ლაციოს გოლი? კვარაცხელია სწორად მოიქცა”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ლაციოსთან” მატჩში გაშვებულ გოლზე ისაუბრა: ,,ლაციოს გოლი? კვარაცხელია სწორად მოიქცა, რადგან თანაგუნდელების დახმარება სურდა და დაცვაში ჩამოვიდა. შემდეგ კი ვესინომ იმ სანტიმეტრიან ნაპრალს მიაგნო, რომელსაც მხოლოდ მისნაირი ძლიერი მოთამაშეები პოულობენ. შეიძლებოდა, მატჩი ფრედ დასრულებულიყო, რაც უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა ჩვენც არაერთხელ მოვიგეთ მაშინ, როცა, შესაძლოა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი […]
სპალეტი: “ბურთი გულუბრყვილოდ მოვიგერიეთ, ვულოცავ ვესინოს”
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის გამხსნელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” შინ “ლაციოსთან” 0:1 დამარცხდა. გოლის ეპიზოდში ქართველი შემტევი სიტუაციის განმუხტვას და ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა მოგერიებული ბურთი მატიას ვესინოს მიუვიდა და ურუგვაელმაც შორი მანძილიდან ბრწყინვალედ დაარტყა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა: ” ვფიქრობ ხარისხი დაგვაკლდა. ნახევარდაცვა ამ მატჩში გადამწყვეტი ფაქტორი იყო, […]