ხოჭოლავა სევილიას წინააღმდეგ ძირითადში იქნება
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. 23:00 საათზე G ჯგუფში “კოპენჰაგენი” და “სევილია” დაუპირისპირდებიან ერთანეთს. დანიურმა კლუბმა ძირითადი შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ დაასახელა და ქართველი ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულშიც მოხვდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს. “ნაპოლი” გასვლაზე შოტლანდიურ “რეინჯერსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრაც, ასევე, 23:00 საათზე დაიწყება.
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი: “გასწავლით როგორ უნდა შეაჩეროთ კვარაცხელია”
“ბრეშას”, “ლაციოს”, მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, თუ როგორ უნდა ითამაშონ მის წინააღმდეგ ცენტრალურმა მცველებმა წარმატებით. “რას ვფიქრობ ხვიჩა კვარაცხელიაზე?” – მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან და სპალეტის თამაშიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა ყოფილიყო. მან ასეთი გავლენა იქონია […]
ნაპოლის ფეხბურთელების ხელფასები | კვარა მე-19 პოზიციაზეა
სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური ასპარეზობის ფონზე, კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტს საუბრობენ. 2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის”, სადებიუტო სეზონში გამართულ 11 შეხვედრაში, კვარაცხელიამ 6 გოლის გატანა და […]
ანტონიო კასანო: “კვარას ჭკუიდან გადავყავარ, ის მალე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ითამაშებს”
მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მალე მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში წასვლის შესაძლებლობა ექნება. “ის, რასაც დღეს კვარაცხელია აკეთებს, გასაკვირი არ არის. შესაძლოა ეს გასაოცარი ყოფილიყო პირველ მატჩებში, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. შთამბეჭდავი […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” “რომას” სტუმრად, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 1:0 სძლია და მორიგი, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მისი შეფასება Sofascore-ის ვერსიით – 6.7 იყო, ხოლო დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება: ნათამაშები წუთი: 90 კოეფიციენტი: 6.7 კარისკენ დარტყმა: 1 დაბლოკილი დარტყმა: […]
სპალეტი: ,,მოგება კვარაცხელიას გარეშეც შეგვიძლია”
,,ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, ,,ატალანტასთან” მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ჰკითხეს: ,,თუ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვართ დამოკიდებული, მაშინ მოედანზე რას ვაკეთებ? კვარას გარეშეც შეგვიძლია მოგება, ამ ამბების მოსმენა გასახდელში არავის სიამოვნებს… დღეს კვარაცხელია არ გვყავდა, ისევე როგორც რამდენიმე ტურის წინ ოსიმენი ვერ გვეხმარებოდა. ხვიჩას ზურგის ტკივილი აწუხებს. ,,ლივერპულთან” თამაშის შემდეგ ვაკვირდებოდით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, […]
Corriere Dello Sport: “ჩემპიონატი მალე განახლდება, კვარა კი თავის მაგიას იბრუნებს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება. დიდ თამაშს ელიტარული საფეხბურთო ქვეყნებიდან განსაკუთრებით იტალიაში არიან მონატრებულნი, რომელთა ეროვნულ გუნდსაც კატარში გამართულ მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია და აპენინელები ახლა საკლუბო ტურნირების განახლებას განსაკუთრებით ელიან. Corriere Dello Sport სერია A-ს განახლებაზე აქტიურად საუბრობს და კლუბების მზადყოფნას განიხილავს, სადაც აქცენტს “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიაზე აკეთებს. […]
მატჩის საუკეთესო – ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება იუვენტუსის წინააღმდეგ
სერია ა-ს მე-18 ტურში ლიდერების დაპირისპირება შედგა. პირველადგილოსანმა “ნაპოლიმ, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, მეორეადგილოსან “იუვენტუსს” უმასპინძლა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (5:1). საოცარი მატჩი ჰქონდა ქართველ შემტევს – ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც “იუვენტუსის” წინააღმდეგ თავი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ნაპოლის” პირველ გოლში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. […]
იტალიური მედიის პროგნოზი: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია რომასთან?
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “რომას” დაუპირისპირდება და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ აქვს, ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და “რომასთან” შეხვედრაში მოედანზე გასვლას […]
“მადრიდელები კვარაცხელიას არ ივიწყებენ” – fichajes
მადრიდის “რეალი” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. გავლენიანი ესპანური სპორტული გამომცემლობა fichajes აღნიშნავს, რომ ქართველი ვარსკვლავი “სამეფო კლუბის” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ,,22 წლის გახდა და უკვე ვეტერანს ჰგავს” – Corriere dello Sport-ი კვარაზე ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი კრემონეზესთან | VIDEO CBS-ის კომენტატორმა კვარაცხელიას დაბადების დღე ქართულად მიულოცა | VIDEO უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელია […]
დი ლორენცო: “კვარაცხელიამ ქუსლით არაჩვეულებრივი გადაცემა გამიკეთა, მე უბრალოდ გოლი გავიტანე”
“ნაპოლისა” და “აინტრახტის” დაპირისპირება იტალიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა კლუბმა მეტოქე 0:2 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაინც შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მეორე გოლი დროს დი ლორენცოს ქუსლით საკმაოდ რთული და სანახაობრივი გადაცემა გაუკეთა. მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა Sky Sports-თან ისაუბრა. […]
სპალეტი: ,,არც ისეთი თავხედები ვართ, სეზონი ისე ვაკონტროლოთ, თითქოს, ყველაფერი ფორმალობაა”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ატალანტასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,სეზონის წინ ცდილობთ, გუნდის მენტალიტეტი ჩამოაყალიბოთ, ,,ატალანტასთან” სტუმრად მოგებულმა მატჩმა კი განამტკიცა ფეხბურთის ის სტილი, რომლის თამაშიც გვინდოდა. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. ,,ატალანტა” ,,ლაციოსგან” სრულიად განსხვავებულად თამაშობს, ისინი სივრცეს გაძლევენ, თუმცა სწრაფად მოდიან და თავს გესხმიან. არ […]