,,ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ნეაპოლური გუნდის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,თითქოს, ბესტს ისევ ვუყურებთ. წარმოუდგენელი სიმსუბუქით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ეს არის გუნდი, რომელიც საოცნებო ფეხბურთს თამაშობს,” – განაცხადა გატუზომ. იტალიელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ნაპოლისა” და ,,მილანის” შეხვედრაზეც ისაუბრა: ,,ნაპოლი უკვე ორი წელია წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ევროტურნირებზე განსხვავებული მატჩებია. გახსნილი შეხვედრა გველის. ნორმალურია, […]