რუბინის პირველი სპარინგი – კვარაცხელია ისევ არ თამაშობს
ყაზანის “რუბინმა” ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში პირველი სპარგინგ მატჩი გამართა. ლეონიდ სლუცკის გუნდი “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელია და მისი მომავალია. აღნიშნულ თამაშის განაცხადში 20 წლის ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა. ამჟამად უცნობია, აპრილში მიღებული ბარძაყის ტრავმის თუ მოსალოდნელი ტრანსფერის გამო არ უთამაშია დღეს კვარაცხელიას. გეტყვით, რომ “რუბინში” ითამაშა მეორე […]
ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის ფეხბურთელია!
ქართულ მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია “დინამო ბათუმმა” საბოლოოდ ოფიციალურად დაადასტურა – ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელია. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ზუსტი დეტალები და დამატებით ინფორმაციას გავრცელებისთანავე შეგატყობინებთ. იქამდე კი, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყაზანის “რუბინმა” და 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ოფიციალურად შეწყვიტეს. უდიდესი ალბათობით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი აჭარულ კლუბში ზაფხულამდე დარჩება, იქამდე, ვიდრე მისი […]
კვარაცხელია TOP 5-ში – ხვიჩა პრემიერ ლიგის ფეხბურთელებმა გამოარჩიეს
რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს. ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ გამოცემა, “სპორტ ექსპრესის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მე-5 ადგილი დაიკავა. 20 წლის ქართველმა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისგან 70 ქულა მიიღო, რაც TOP 5-ში მოსახვედრად საკმარისი გამოდგა. გეტყვით, რომ 222 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა “ზენიტის” ირანელმა თავდამსხმელმა, სერდარ აზმუნმა. ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში “რუბინის” მაისური […]
რუბინის დირექტორი: “კვარაცხელია ტრავმით თამაშობს, ის გმირია”
ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა. “აქამდე ხვიჩას ტრანსფერის შესახებ ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. არავის არაფერი უთქვამს. არანაირი სერიოზული მოლაპარაკება და კონტაქტი, არცერთი კლუბის მხრიდან არ ყოფილა გამოხატული ინტერესი. ის ახალგაზრდა ბიჭია, სანამ არ შეუძლია მუდმივად მაღალ დონეზე თამაში. გარდა ამისა, მან ბოლო მატჩებში ტრავმიანმა, ნემსების დახმარებით […]
საბერძნეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ევრო 2004-ის ჩემპიონებზე უნდა ვიცოდეთ
საბერძნეთის ნაკრები დაარსება: 1929 საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1926 წლის 14 ნოემბერს ფიფას წევრი: 1927 უეფას წევრი:1954 პრეზიდენტი: თეოდოროს ზაგორაკისი ფიფას რეიტინგი: 53 (2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 8 (2008 წლის აპრილი, 2011 წლის ოქტომბერი) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 66 (1998 წლის სექტემბერი) საშინაო არენა: ათენის ოლიმპიური სტადიონი მეტსახელი: ლურჯ-თეთრები მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვანტ შიფი კაპიტანი: ტასოს ბაკასეტასი სტატისტიკა […]
“ვილის მენტალიტეტი არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება” – იაშვილმა Bild-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. ვილი სანიოლის დანიშვნა საქართველოს ნაკრებში ორივე სწრაფად დავრწმუნდით, რომ უნდა გვეთანამშრომლა. რამდენჯერმე მქონდა საუბარი ვილისთან, მაგრამ პირველი საუბრის შემდეგვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ზუსტად ჩვენთვის შესაფერისი […]
ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ყაზანის “რუბინის” ქართველმა ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. 18 წლის ქართველი შემტევი რუსულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. გასული 6 თვის განმავლობაში, კვარაცხელია იჯარის წესით მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა. “ჩვენთვის კვარაცხელიას წასვლა დიდი მოულოდნელობაა. მჯეროდა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს გავუფორმებდით. ის სუპერტალანტია. ნახევარი წლის განმავლობაში მასთან ბევრი ვიმუშავეთ, ხვიჩას წასვლის გამო ცრემლები […]
რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. “მატჩს თვალი მოედანთან ახლოს მდგომი კოშკურიდან ვადევნე, რადგან ვფიქრობ, თამაშის გაანალიზება ასე უფრო მოსახერხებელია. რომ შემეძლოს, უფრო მაღლაც ავიდოდი. მგონი ფეხბურთელებს იქიდან მიცემული მითითებების გაგონება არ უჭირთ. ჩვენ კვარაცხელიას შეცვლას ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდით, მაგრამ მან მცირე დაზიანება მიიღო, ასისტენტებმა სწრაფად გაიგეს […]
რუსული მედია: “ხვიჩა ზამთარში რუბინის მთავარი სახეა”
“რუბინმა” ბელეკში მეორე შეკრება დაასრულა. რუსულმა გამოცემა sport-express.ru-მ ყაზანელთა ჩატარებული შეხვედრები შეაჯამა და ვრცელი სტატია ხვიჩა კვარაცხელიასაც მიუძღვნა. როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი სლუცკის გუნდის თურქულ შეკრებაზე საუკეთესოდ გამოიყურება. ხვიჩამ 5 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. “როგორც სეზონის ოფიციალურ თამაშებში, ისე შეკრებაზე, “რუბინის” მთავარი სახე ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა 5 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა – […]
სლუცკი: “კვარაცხელიამ როსტოვთან ლიდერივით ითამაშა”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ “როსტოვთან” წაგების მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მაინც გამოარჩია. “ხვიჩა გრძნობს პასუხისმგებლობას. სრული მატჩი დიდი ხანია არ ჰქონდა ჩატარებული. მაშინ, როდესაც ფეხბურთელებმა დაგვტოვეს და არჩევანი პატარაა, მნიშვნელოვანია ასეთი თვისებები. ხვიჩა ნამდვილად არის ლიდერი, მან “როსტოვთან” კარგად ითამაშა,” – ამბოს ლეონიდ სლუცკი. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა რუსული გუნდების მსგავსად, “რუბინი” არაერთმა ლეგიონერმა […]
ხვიჩა კვარაცხელია: “ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ, ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ”
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, მოსკოვის “სპარტაკთან” (2:0) გამარჯვების შემდეგ, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა საგოლე გადაცემით მიიღო, ქართველმა შემტევმა მატჩი შეაფასა. “რთული ამინდი იყო და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მატჩი მოვიგეთ, ბედნიერი ვარ. პრომესი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა, დიახ, მის წინააღმდეგ თამაშს თან განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთვოდა. ფიზიკურად სასწავლო წვრთნის დროს კარგად მოვემზადეთ და […]
დატოვებს თუ არა კვარაცხელია რუბინს? – ლეონიდ სლუცკის კომენტარი
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ “როსტოვთან” მატჩის წინ, რუსეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბებიდან ფეხბურთელების წასვლის შესახებ ისაუბრა. “არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალ ცხოვრებაში ეს წარმოუდგენელი ამბავია. ჩემი პროგნოზით, ყველაფერი მხოლოდ ჰაქსაბანოვიჩისა და დრეიერის წასვლით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვესაუბრებით ფეხბურთელებს და გვესმის გუნდში არსებული სიტუაციის, მაგრამ დეტალებს ამ დროისთვის არ ვასაჯაროვებთ. როცა გარკვეული ინფორმაცია იქნება […]