ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი, ,,ატალანტასთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა. როგორც ჩანს ლეგენდარული ნიდერლანდელი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა: ,,მომენტის ყურებისას ხედავ, რომ რვა ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგაა. მერე შენთვის ფიქრობ – შეუძლებელია სიმართლე იყოს, რომ ის გოლს გაიტანს…” – თქვა ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის ეთერში. იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ატალანტას” უმასპინძლა […]