დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, აგენტები ,,ნაპოლის” ბაზაზე, კასტელვოლტურნოზე, დააფიქსირეს. ინფორმაციას TUTTomercatoWeb-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნეაპოლური გუნდის წარმომადგენლებმა ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. 21 წლის შემტევის გადაბირებით ტურინის ,,იუვენტუსი” და ,,რომაც” ინტერესდებიან, თუმცა, ამ მომენტისთვის, უპირატესობა ,,ნაპოლის” მხარესაა. რამდენიმე დღის წინ, ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს, ყოველგვარი სანქციის გარეშე, გუნდთან […]