კვარაცხელიას თამაში სალერნიტანასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში, “სალერნიტანას” წინააღმდეგ საეჭვოა. ბოლო დღეების განმავლობაში, ქართული და იტალიური მედია აქტიურად საუბრობდა იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი გრიპის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და გუნდურ საწვრთნელ პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია, ახლა კი როგორც Gazzetta dello Sport-დან ვიგებთ, კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ გაუმჯობესებულა […]
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია სალერნიტანასთან? – იტალიური მედიის პროგნოზი
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გრიპის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემდეგ (2:2) შემდეგ, პენალტების სერიაში – (4:5) დამარცხდა. მატჩის შემდეგ, იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს და ვარაუდობს, რომ ის მოედანს უახლოეს მომავალში, “სალერნიტანასთან” გასამართი სერია A-ს […]
ინგლისური მედია: ‘მანჩესტერ სიტის სამიზნე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია იქნება’
ბრიტანული სპორტული მედია საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ სიტი” შეეცდება. “ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში იტალიურ გუნდთან ერთად უკვე ბრწყინვალედ ითამაშა და დიეგო მარადონას პერიოდის შემდეგ “ნაპოლის” ტიტულის პირველად მოგების შესაძლებლობა გაუჩინა. იგი შესანიშნავი იყო ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულისა” და “აიაქსის” წინააღმდეგ […]
ლუჩიანო მოჯი: “კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს”
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მმართველმა, ლუჩიანო მოჯიმ “ნაპოლისა” და “იუვეს” დაპირისპირების შემდეგ ნეაპოლური კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელებისთვის კონკრეტული ფინანსური ღირებულებების მინიჭება არასდროს არის სამართლიანი, რადგან ის შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე დასახელებული ფასია. ჩემი აზრით, კვარაცხელია იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე 100 მილიონია. თუ ლუკაკუს სანაცვლოდ 100 მილიონი მიიღეს, რომელმაც ბურთის […]
ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო სტატისტიკური პორტალის, Whoscored-ის მიერ შედგენილ წინა საფეხბურთო კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატისგან შემდგარ სიმბოლურ თერთმეტეულში 21 წლის ქართველთან ერთად, მისი თანაგუნდელებიდან ვიქტორ ოსიმენი მოხვდა. გუნდში ასევე ლონდონის “არსენალის” მეკარე, აარონ რამსდეილი, “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი ჯეიმს უორდ-პრაუსი, “ატალანტას” თავდამსხმელი, რასმუს ჰოილუნდი და სხვები მოხვდნენ. […]
Daily Mail – ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ვარსკვლავია
კვარაცხელია აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რისთვისაც ნეაპოლმა შეიყვარა დიდებული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლი ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს უმტიტის წყალობით, “მილანს” საჩემპიონო ბრძოლაში ფეხი დაუცდა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად გამოწვეული პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლებული შემართებით დაბრუნდა. იტალიის ელიტურ საფეხბურთო ჩემპიონატში, გულშემატკივრებმა შოკისმომგვრელი და სრული სიგიჟის ამსახველი სცენები იხილეს. მე-18 ტურის ეგიდით გამართულ 10 შეხვედრაში 33 გოლი გავიდა, რის […]
მუდრიკის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ არსენალი კვარაცხელიას დამატებას შეეცდება
მას შემდეგ, რაც ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელ “არსენალს” მიხაილო მუდრიკის ტრანსფერისთვის ბრძოლაში აჯობა, “მეთოფეებმა” ახალი სამიზნე ამოირჩიეს და მათთვის ეს საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაა. როგორც ინგლისური მედია იუწყება, მიკელ არტეტას გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სატრანსფერო ბაზარზე სწორედ მსოფლიო ფეხბურთის 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი იქნება, რომლის დამატებაზეც ლონდონელები აქტიურად მუშაობას დაიწყებენ. ინგლისური მედია იმის […]
უცნობი ისტორია: რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტურინის იუვენტუსში?
ტრავმით გამოწვეული პაუზის და სტატისტიკური კუთხით მცირე მშრალი სერიის შემდეგ, 2023 წლის რიგით მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ბენეფისი მოაწყო. 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა “ზებრების” წინააღმდეგ (5:1) მოგებულ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა – 1 თავად გაიტანა, 2-ჯერ საგოლე […]
KVARAVIGLIOSO – სერია A კვარას სტატისტიკას აქვეყნებს
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა გამოაქვეყნა და ის როგორც – KVARAVIGLIOSO – შეაფასა. ეს იტალიური სიტყვიდან ნაწარმოები ტერმინია, რომელიც ბრწყინვალეს აღსანიშნად გამოიყენება. რაც შეეხება სტატისტიკას, იტალიის ჩემპიონატის გვერდმა ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოწყობილი ბენეფისის დროს კვარაცხელიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემები გამოარჩია, რომელიც ასე გამოიყურება: დარტყმა: 5 კარში დარტყმა: 3 […]
ტრიბუნიდან გადაღებული კადრები – კვარაცხელიას გოლი იუვენტუსის კარში | VIDEO
დელ პიერო: ,,ნაპოლის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ და ოსიმენმა, იბრწყინეს”
,,ნაპოლისა” და ,,იუვენტუსის” შეხვედრა ტურინული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ შეაფასა: ,,ჩვენ ორ განსხვავებულ გუნდზე ვსაუბრობთ, ისინი განსხვავდებიან სათამაშო სტილით, ფეხბურთელებით, ტაქტიკით – ,,ნაპოლი” დომინანტია და ბურთს ფლობს. დღეს გუნდის ვარსკვლავებმა, კვარაცხელიამ, ოსიმენმა და ლობოტკამ იბრწყინეს. კარგად ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა. მეორე მხრივ, ,,იუვენტუსი” განსხვავებული სტრუქტურის გუნდია. ველოდები ალეგრის პასუხს კითხვაზე, როგორ მოხდა ეს… სჯობს […]