,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, კილიან მბაპე მისი გუნდის 2023-2024 წლების სეზონის ბილეთების სარეკლამო კამპანიას გამოეხმაურა. პარიზული კლუბის მიერ გავრცელებული ვიდეო თითქმის მთლიანად კილიანზე იყო ფოკუსირებული, რაც, როგორც ჩანს, ფეხბურთელს არ მოეწონა: ,,ვიდეოში მონაწილეობა მივიღე, თუმცა ინტერვიუს შინაარსის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ. ეს უფრო ჩვეულებრივ საუვარს ჰგავდა, ვიდრე მარკეტინგულ რეკლამას. სწორედ ამიტომ ვიბრძვი ინდივიდუალური იმიჯის უფლებებისთვის. […]