მბაპე და ვერატი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდნენ
12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც “პსჟ” – “ატალანტას” დაუპირისპირდება. ეს მატჩი ლისაბონში გაიმართება. როგორც ცნობილი იყო, ამ მატჩს კილიან მბაპე და მარკო ვერატი გამოტოვებდნენ, რადგან მათ ტრავმა აწუხებდათ და 12 აგვისტოსთვის რეაბილიტაციას ვერ მოასწრებდნენ, თუმცა “პსჟ”-მ 1/4 ფინალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ორივე მათგანი მოხვდა. შესაბამისად, ეს ამბავი […]
მბაპე ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს – ფრანგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
პსჟ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე სამ კვირას იუქმებს. პარიზული გრანდის და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, 24 ივლისს, საფრანგეთის თასის ფინალში, “სენტ-ეტიენის” წინააღმდეგ (1:0), ფეხის ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილი ცოტა ხანს გახდა, რომლის მიხედვითაც, 21 წლის ვარსკვლავი მოედანზე გასვლას სულ მცირე 3 კვირა და შესაძლოა […]
მბაპე გადარჩა? კილიანის ტრავმის პირველადი შეფასება
საფრანგეთის თასის ფინალი “პსჟ”-სა და კილიან მბაპესთვის მძიმე გამოდგა. “სენტ-ეტიენის” მცველი ლოიკ პერინი 30-ე წუთზე 21 წლის ფორვარდს ეუხეშა, რის გამოც მბაპეს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მომენტის სიმძიმიდან გამომდინარე, ვარაუდი იყო, რომ საქმე მძიმე დაზიანებასთან გვქონდა, თუმცა შესაძლოა, ფრანგი ფეხბურთელი “პსჟ”-ს დიდი ხნით არ დააკლდეს. ტრავმის პირველადი შეფასებით, მბაპე მყესების დაზიანებას გადაურჩა. კილიანს ტერფი დაუზიანდა. […]
25 ფეხბურთელი, რომლებიც მატჩის საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ დაასახელეს
2019/20 წლების სეზონი, მიუხედავად დიდი წინაღობისა, დასასრულს მიუახლოვდა. ლა ლიგაში და ბუნდესლიგაში ჩემპიონატი სრულად ჩატარდა, იტალიაში ჯერ რამდენიმე ტური გვაქვს დარჩენილი, ხოლო ლიგა 1-სა და ერედივიზიონში წელი ნაადრევად დასრულდა. წინ ჩემპიონთა და ევროპა ლიგები გვაქვს, თუმცა მაინც საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელები დაასახელეს ყველაზე მეტჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატების სეზონში. 25. რაულ გარსია […]
მბაპეს ტრავმა და დაპირისპირება საფრანგეთის თასის ფინალში (ვიდეო)
მესის და რონალდუს შემდეგ – FIFA-ს გარეკანზე კილიან მბაპე მოხვდა
EA Sports-მა FIFA 21-ს გარეკანის ოფიციალური ფოტო წარადგინა. ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეო-თამაშის ახალ ვერსიას “პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე დაამშვენებს. ახალგაზრდა ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ეს დიდი აღიარებაა, რადგან აქამდე FIFA-ს სხვადასხვა ვერსიების გარეკანზე ისეთი ფეხბურთელები მოხვედრილან, როგორებიც დავიდ ჟინოლა, დევიდ ბექჰემი, დენის ბერგკამპი, პოლ სქოულზი, რობერტო კარლოსი, რაიან გიგზი, ტიერი ანრი, ალესანდრო დელ პიერო, რონალდინიო, […]
რეალი და პსჟ მბაპესათვის იბრძოლებენ?!
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ტრანსფერებით დაინტერესებულ აქტიურ კლუბებს შორის, რა თქმა უნდა, მადრიდის “რეალიცაა”, რომელთა ხელმძღვანელობამ კილიან მბაპესთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური და ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს. რამდენიმე დღის წინ “ბლანკოსის” წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას დარწმუნებით განაცხადეს, რომ მომდენო ზაფხულს გუნდს უნიჭიერესი 2 ახალგაზრდა ფეხბურთელი – საყოლვეთაოდ ცნობილი კილიან მბაპე […]
რეალის ხელმძღვანელობა ირწმუნება რომ მბაპესა და 17 წლის ტალანტს გადმოიბირებენ
სანტრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება ამა თუ იმ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ამჯერად პრესის ყურადღება მადრიდის “რეალმა” მიიპყრო, რომელთაც ტრადიციულად საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ, თუმცა არა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, არამედ მომდევნო ზაფხულში. საქმე ეხება კილიან მბაპესა და ედუარდო კამავინგას – “ბლანკოსში” ირწმუნებიან, რომ 2021 წლის ზაფხულიდან ხსენებული ორი ფეხბურთელი სამეფო კლუბის ფორმას მოირგებენ. […]
ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული ტრანსფერის დასასრული – კავანიმ პსჟ დატოვა
“ნაპოლიში” გატარებული 3 ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 138 შეხვედრაში 104 გოლის გატანა შეძლო – ედინსონ კავანი პარიზულ გრანდს შეუერთდა. 2013 წლის 16 ივლისს, “პსჟ”-მ იმ დროისათვის ფრანგული რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა – ედინსონ კავანის სანაცვლოდ, პარიზელებმა €64 მილიონი გადაიხადეს. ახალი გამოწვევის წინაშე დამდგარ კავანის, გუნდში ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი დახვდა. […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
FIFA 21-ის შთამბეჭდავი და ემოციური ტრეილერი
EA-მ FIFA 21-ისა და Madden NFL 21-ის ტრეილერი გამოუშვა. “შეიგრძენი ახალი საფეხური” – ასეთი სათაურით გააცნო EA-მ საზოგადოებას სპორტული თამაშები, რომლებიც ხელმისაწვდომი PS4-ზე, PS5-ზე, Xbox One-ზე, Windows PC-ზე და Nintendo Switch-ზე იქნება. FIFA 21-ის გარეკანზე წელს კილიან მბაპე წარსდგება. თამაშის გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2020 წლის 9 ოქტომბერია.
როგორი იქნებოდნენ თანამედროვე ვარსკვლავები 70-იან წლებში (ფოტო)
1970 წელს, მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნიდან 50 წელი შესრულდა. FIFA-მ ტურნირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს გარეგნობა შეუცვალა და მათი კარიკატურები 70-იანი წლების სტილის მიხედვით გამოაქვეყნა. ხსენებული ტურნირის ფინალში ბრაზილიამ იტალიის ნაკრები 4:1 დაამარცხა, მესამე ადგილი კი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც ურუგვაის მინიმალური სხვაობით აჯობა (1:0). ასეთები იქნებოდნენ ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი […]