მიზეზი თუ რატომ არ გადავიდა მბაპე რეალში
კილიან მბაპეს “რეალში” გადასვლის თაობაზე, არაერთი გავლენიანი გამოცემა აქტიურად წერდა – მიუხედავად მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა, ახალგაზრდა ფრანგმა ვარსკვლავმა “პსჟ”-ში დარჩენა გადაწუვიტა. მბაპეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას, “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილევმა საინტერესო განცხადება გააკეთა: “რატომ არ გადავიდა მბაპე “რეალში”? აღნიშნულთან დაკავშირებით, მბაპემ მითხრა: ვადიმ, მე პარიზელი ვარ. გუნდიდან და ქვეყნიდან ასე წასვლა არ მსურს – მინდა, […]
TOP 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან ის ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებიც 1 წლის განმავლობაში, 100 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებენ. გთავაზობთ იმ ფეხბურთელების TOP 10-ეულს, რომლებსაც ყოველწლიურად ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ: 10 კილიან მბაპე – “პსჟ” წლიური ანაზღაურება ≈ €27 მილიონი 9 რობერტ ლევანდოვსკი – “ბაიერნი” წლიური ანაზღაურება ≈ €29 მილიონი […]
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული
დიდი ხანია ფეხბურთი მხოლოდ სპორტი აღარაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესიცაა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ვნახოთ, თუ რა შემოსავლები აქვთ კლუბებს, როგორია ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება, რამდენს გამოიმუშავებენ ფეხბურთელები წლიურად. საქმე რეალურად ძალიან დიდ რიცხვებთან გვაქვს. გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ზოგიერთი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება უზარმაზარ თანხას […]
კამერებმა საუბარი გაშიფრეს: რა უთხრა მბაპემ მარკინიოსის გასახდელში?
საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც 27 თებერვალს შედგა, “პარი სენ-ჟერმენმა” “დიჟონი” 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა, თითო-თითო გოლი კი მოიზე კინმა და დანილომ გაიტანეს. თუმცა, ფრანგი ტალანტისთვის ეს შეხვედრა მხოლოდ მეტოქის კარში გატანილი ორი გოლით არ ყოფილა გამორჩეული. 22 წლის თავდამსხმელმა შესვენებაზე ლიდერული ხასიათი და მაღალი პროფესიონალური მენტალიტეტი გამოავლინა, რაც ფრანგულ მედიაში […]
პეტიცია | 270,000 ფანი საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩის განმეორებით ჩატარებას ითხოვს
EURO 2020-ის პლეი-ოფის დრამატული შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთი შვეიცარიას დაუპირისპირდა, ფრანგების მარცხით დასრულდა. შეხვედრის ძირითადი დროისა და დამატებითი დროის ფრედ (3:3) დასრულების შემდეგ, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც შვეიცარიამ გაიმარჯვა. დაახლოებით 270,000 ფანი ხელს წერს პეტიციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩი განმეორებით უნდა ჩატარდეს. ფანების მტკიცებით, EURO 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრაში დანიშნული პენალტების სერია წესების დარღვევით წარიმართა. […]
ლაპორტა: “დემბელე კლუბში უნდა დარჩეს, ის მბაპეზე უკეთესია…”
“ბარსელონას” პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა, ჟურნალსიტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ დემბელესთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და ცდილობს, რომ კლუბში დემბელე დატოვოს. “მისი დარწმუნება იმაში, რომ კლუბში დარჩეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის…” ლაპორტამ განცხადება ესპანურ ტელევიზიაში (Tv3) გააკეთა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ფრანგ შემტევთან მოლაპარაკება გართულებულია, თუმცა მასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს. “ჩვენ ძალიან […]
მადრიდის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ, ,,პარი სენ ჟერმენის” ყატარელ მფლობელთან, ჰამად ბინ ხალიფა ალ თანისთან შეხვედრის შემდეგ, კილიან მბაპეს ,,რეალში” შესაძლო გადასვლაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა: ,,მბაპე? მან მითხრა, რომ ატლეტიკოში გადადის,” – მარტინეს-ალმეიდას სიტყვებს Marca ციტირებს. კილიან მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის ,,რეალთან” ხელშეკრულების […]
UEFA | ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილს იკავებს. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 29 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და ისეთ სახელოვან ვარსკვლავებს უსწრებს, როგორიცაა: ნეიმარი და იანიკ კარასკო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე […]
მბაპე ერთადერთია, ვინც პსჟ-ს მაისურით ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა
კილიან მბაპემ გუშინდელ შეხვედრაში მე-6 დივიზიონის წარმომადგენელს “პაი დე კასელს” 5 გოლი გაუტანა და “პსჟ-ს” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში პენტა თრიკი შეასრულა. გარდა ამისა, პარიზელთა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა. გალტიეს გუნდმა მეტოქე 7:0 დაამარცხა და საფრანგეთის თასის შემდეგ ეტაპზეც გავიდა. პარიზელების მომავალი მეტოქე “მარსელი” იქნება. ეს შეხვედრა 8 თებერვალს, 23:00 […]
ალ-ხელაიფი: ,,მბაპე უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია”
,,პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კილიან მბაპეს მომავლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა: ,,ჩემი პოზიცია გასაგებია. ყოველ ჯერზე ამის გამეორება არ მსურს: ჩვენ გვინდა, რომ კილიანი ,,პსჟ-ში” დარჩეს. მაგრამ, თუ იგივე მბაპესაც სურს, მაშინ მან გუნდთან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია. ის თავად ამბობდა, რომ უფასოდ […]
საფრანგეთში შესაძლოა მშობლებს შვილისთვის გრიზმან მბაპეს დარქმევის უფლება არ მისცენ
სამხრეთ საფრანგეთში დაბადებული ბავშვი, რომელსაც მშობლებმა გრიზმან მბაპე დაარქვეს, საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა: საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვებით გახარებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ტრიუმფის ორი მთავარი შემოქმედის, ანტუან გრიზმანისა და კილიან მბაპეს საპატივცემულოდ, შვილისთვის გრიზმან მბაპე დაერქმია. თუმცა, მათი გადაწყვეტილება არ მოიწონა ქალაქის მთავრობამ, რომელსაც კანონის თანახმად, ბავშვის სახელის დარეგისტრირებაზე უარის თქმის უფლება გააჩნია. შედეგად […]