მბაპე: ,,გვინდოდა, საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ყახაზეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის გაფორმებაზე ისაუბრა: ,,ყველაზე მნიშვნელოვანი შესარჩევი ეტაპის დაძლევა იყო. გვინდოდა, რომ საკუთარი თავისთვის ტიტულის დაცვის შანსი მიგვეცა. მათთვისაც კი, ვინც უკვე მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ამ ტურნირზე თამაში ნამდვილი ოცნებაა. გულშემატკივრებს ეს მოეწონათ, ჩვენც… პატივი ვეცით თამაშსა და მეტოქეს და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ,” […]
ლეონარდო მბაპეზე: ,,ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც კონტრაქტი ეწურება”
,,პარი სენ ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა: ,,ხალხი იფიქრებს, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, მაგრამ ეს გუნდის ინტერესებს სცდება – 22 წლის ასაკში კილიანი წარმოუდგენლად მომწიფებულია. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც ხელშეკრულება ეწურება. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე უფრო მწვავედ ვკამათობდით, მაგრამ ეს ურთიერთობის დამყარების ნაწილია. […]
კილიან მბაპე საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საფრანგეთის ნაკრებისა და “პსჟ”-ს შემტევი, კილიან მბაპე საფრანგენგეთის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.
მბაპე და ვერატი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდნენ
12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც “პსჟ” – “ატალანტას” დაუპირისპირდება. ეს მატჩი ლისაბონში გაიმართება. როგორც ცნობილი იყო, ამ მატჩს კილიან მბაპე და მარკო ვერატი გამოტოვებდნენ, რადგან მათ ტრავმა აწუხებდათ და 12 აგვისტოსთვის რეაბილიტაციას ვერ მოასწრებდნენ, თუმცა “პსჟ”-მ 1/4 ფინალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ორივე მათგანი მოხვდა. შესაბამისად, ეს ამბავი […]
ალექსანდრ-არნოლდი, დე ბრუინე, მბაპე | EURO 2020-ის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული
Transfermarkt-ზე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ის საუკეთესო თერთმეტეულში ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები სჭარბობენ – ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს ჰყავს: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი – 75 მილიონი ევრო, რაჰიმ სტერლინგი – 90 მილიონი ევრო, ჯეიდონ სანჩო – 100 მილიონი ევრო.
პელე: “მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე გახდეს”
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ “პარი სენ-ჟერმენის” 22 წლის სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შეუძლია ფეხბურთის მეფის მემკვიდრე გახდეს. მიმდინარე სეზონში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს. 22 წლის შემტევს გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “კამპ ნოუზე”, სადაც ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ანდრეი შევჩენკოს შემდეგ მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კამპ ნოუზე […]
მაურისიო პოჩეტინო: “ველოდებით მბაპეს გადაწყვეტილებას…”
“პსჟ”-ს 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა – მაურისიო პოჩეტინომ, კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის “რეალის” შემოთავაზებაზე ისაუბრა. პოჩეტინომ აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ “სამეფო კლუბსა” და კილიან მბაპეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საწყის ეტაპზეა, თუმცა მბაპე ესპანეთში გადასვლის თაობაზე პასუხს ჯერჯერობით არ ჩქარობს. “მბაპე, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ მიიღებს, როდესაც სწორედ მადრიდის […]
დაუჯერებელი სტატისტიკა – ედერსონი ბურთს მბაპეზე მეტჯერ შეეხო
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად, პარიზში, 1:2 მოიგო. უნდა აღინიშნოს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა “პსჟ”-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი, კილიან მბაპე ძალიან კარგად გაანეიტრალეს. ფრანგ თავდამსხმელს “სიტის” კარში გუშინ ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონია. გარდა ამისა, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, მანჩესტერელთა მეკარე ედერსონი ბურთს 31-ჯერ, ხოლო მბაპე – 30-ჯერ შეეხო. შესაძლოა, ჩემპიონთა […]
ნასერ ალ-ხელაიფი: “ეს პსჟ-ს მიერ ჩატარებული იდეალური მატჩი იყო”
საშინაო კედლებში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” დამარცხების (1:0) შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს მისი გუნდის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. “ძალიან, ძალიან კარგი მატჩი გვქონდა. ფეხბურთელებმა თავი ნამდვილ გუნდად გამოიჩინეს. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე. ეს იყო იდეალური მატჩი, რომელიც “პსჟ-ს” […]
მბაპე: “ვამაყობდი, რომ მესი ჩემზე ფიქრობდა”
“პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ წინა სეზონში ლიონელ მესისტან ოქროს ბუცისთვის ბრძოლა გაიხსენა. “წინა სეზონის მიწურულს დასვენების ნაცვლად საკუთარი თავის ჯობნა გადავწყვიტე. თანდათან ვირწმუნე, რომ შემეძლო საუკეთესო ევროპელი ბომბარდირის წოდებისთვის მებრძოლა. თუმცა, ჩემი კონკურენტი ლეო მესი იყო, თუ მე ორ გოლს გავიტანდი, ის სამს იტანდა. ჰეთ-თრიკი რომ შემესრულებინა, ის პოკერს შეასრულებდა. ეს […]
„სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „პსჟ-მ“ “მონაკო“2:0 დაამარცხა და ბოლო 7 წლის განმავლობაში, საფრანგეთის თასს მეექვსედ დაეუფლა. ნეიმარის გარეშე მოთამაშე პარიზელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ორივეში მონაწილეობა მიიღო კილიან მბაპემ. მე-17 წუთზე მისი გადაცემით ანგარიში მაურო იკარდიმ გახსნა, 81-ე წუთზე კი მბაპემ დი მარიას პასით საკუთარი გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო […]
ჯიბრილ სისე: “მბაპეს ლივერპულის მსოფლიოში საუკეთესო გუნდად გადაქცევა შეუძლია”
“ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ ჯიბრილ სისემ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, სისე “ლივერპულს” მბაპეს შეძენისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავს “წითლების” მსოფლიოში საუკეთესო გუნდად გადაქცევა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე “ლივერპულს” ადრეც დაუკავშირეს და იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სუპერვარსკვლავი “პსჟ”-ს დატოვებს, “ლივერპული” მბაპესთვის ბრძოლაში შესაძლოა ერთ-ერთი ფავორიტი იყოს. ასევე ცნობილია, რომ თავად მბაპეც სიმპატიითა განწყობილი “ლივერპულის” […]