2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები
2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ვინაობა ცნობილია. სიაში პირველ ადგილს მაიკლ ჯორდანი არ თმობს, რაც შეეხება ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ისინი მე-8 და მე-12 ადგილზე არიან. მდიდარი სპორტსმენების სტატისტიკას Sportbible Wealthy Gorilla-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თავად პორტალმა კი ინფორმაცია Forbes-ის მიხედვით მოიპოვა. 10. მიხაელ შუმახერი (რბოლა): $600მ 9. მეჯიქ ჯონსონი (კალათბურთი): $600მ 8. ლეო მესი […]
კრიშტიანუ რონალდუმ უეინ რუნის მის მიერ გაკეთებული კომენატრების გამო ეჭვიანი უწოდა. Sky Sports-ის ეთერში, უეინ რუნი და ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედში” შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობდნენ, რა დროსაც ინგლისელმა შემტევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. უეინ რუნის მტკიცებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერით შეცდომა დაუშვეს. რუნი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის გრანდს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაეკეთებინა. რუნიმ […]
“ეს მხოლოდ ჭორია” – ატლეტიკოს პრეზიდენტმა რონალდუს ტრანსფერი გამორიცხა
კრიშტიანუ რონალდუს გარშემო აგორებულ სატრანსფერო სპეკულაციებს დასასრული არ უჩანს. ბრიტანულ და ესპანურ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს. სატრანსფერო ბატალიები იმ გარემოებამაც გაამძაფრა, რომ რონალდუ სამშაბათს “წითელი ეშმაკების” სავარჯიშო მოედანზე აგენტ ხორხე მენდეშთან ერთად დაბრუნებდა და “იუნაიტედთან” მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. ბუნებრივია, რომ შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა კრისისა და მანჩესტერული კლუბის […]
იუნაიტედის განცხადება – რონალდუ ჩელსისთან მატჩში გუნდის განაცხადში არ იქნება
,,მანჩესტერ იუნაიტედის” განცხადებით, გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგის მე-13 ტურში, ლონდონის ,,ჩელსისთან” შეხვედრაში არ ითამაშებს. ,,შაბათს ,,ჩელსისთან” მატჩში, კრიშტიანუ რონალდუ ,,იუნაიტედის” შემადგენლობაში არ იქნება. გუნდის დანარჩენი ნაწილი შეხვედრის მზადების პროცესზე ბოლომდეა კონცენტრირებული,” – წერია განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა გუნდის გადაწყვეტილება რონალდუს გუშინდელ საქციელთან – პორტუგალიელმა, რომელიც ,,ტოტენჰემთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანი მატჩის […]
მუნდიალი 2022 | რონალდუს გოლი ურუგვაის კარში | VIDEO
რონალდუ: ,,საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მოუგო, ხალხმა არ იცის, რამდენად მაღალი კონკურენციაა ამ ლიგაში”
,,ალ ნასრის” ახალწვეულმა, კრიშტიანუ რონალდუმ, არაბულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა: ,,ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ფეხბურთი შეიცვალა. ბევრმა ქვეყანამ უკეთ თამაში დაიწყო. არ დაგავიწყდეთ, რომ საუდის არაბეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას მოუგო. საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩებს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ ხალხმა არ იცის, რამდენად მაღალი კონკურენციაა ამ ლიგაში. ევროპაში ჩემი საქმე გავაკეთე, ყველაფერი მოვიგე […]
2005 წლის შემდეგ პირველად…
27 თებერვალს Fifa-ს დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, გულშემატკივარი, მწვრთნელი, გოლი და Fair Play-ს ჯილდო გამოვლინდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Fair Play-ს ჯილდოს მფლობელი ქართველი მცველი – ლუკა ლოჩოშვილი გახდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კი ლეო მესი დაეუფლა, რომლისთვისაც ეს კარიერაში 77-ე ინდივიდუალური ჯილდო იყო. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა […]
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის” თავდასხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. 2022 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის მაისამდე პორტუგალიელის შემოსავალმა (ხელფასი, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება, კომერციულ პროექტებში მონაწილეობა) 136 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ფეხბურთელებს შორის ყველა დროის რეკორდია, სპორტსმენებს შორის კი, კონორ მაკგრეგორის, ტაიგერ ვუდსისა და როჯერ ფედერერის შემდეგ, […]
ოზილი: “რონალდუს დამსახურებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი”
მესუთ იოზილმა მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “ასეთი ადამიანი არასოდეს შემხვედრია. რონალდუს დახმარებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი”, – აღნიშნა “არსენალის” გამთამაშებელმა. რონალდუ-ოზილი სანტიაგო ბერნაბეუზე ერთად 3 წლის განმავლობაში თამაშობდნენ. ამ პერიოდში რონალდუმ და ოზილმა ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ტიტულების მოგება შეძლეს. ხშირ შემთხვევაში, რონალდუს გოლები […]
რონალდუ მანჩესტერში ფერგიუსონს შეხვდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “იუვენტუსს” უმასპინძლა. კრიშტიანუ რონალდუმ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და სერ ალექს ფერგიუსონი ნახა.
იუვენტუსი არსენალს რემზის სანაცვლოდ მცველს სთავაზობს
ტურინის “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერებას გეგმავს და მათ პირველ სამიზნედ, ლონდონის “არსენალის” უელსელი ნახევარმცველი, აარონ რემზი სახელდება. რემზის “მეთოფეებთან” კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება, თუმცა “ბებერი ქალბატონი” მზადაა, “ვარსკვლავთმკვლელი” ფეხბურთელი ტურინში ამ თვეში წაიყვანოს, რათა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებს გაძლიერებული შემადგენლობით შეხვდნენ. იტალიელებმა ლონდონელებს, ფულადი თანხა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა “მეთოფეები” ვაჭრობენ, ტურინელებმა კი მათ სუსტ წერტილს […]
რონალდუს მორიგი გამაოგნებელი შედეგი იუვენტუსში!
“იუვენტუსმა” სერია ა-ს 24-ე ტურში “ფროსინონე” 3-0 დაამარცხა, რომელშიც პორტუგალიელმა ასისტი და გოლის გატანა მოახერხა და აღნიშნულით ორი შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა. 24 ტურის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ სერია ა-ს, როგორც ბომბარდირთა დავის (19 გოლი) და ასევე საგოლე გადაცემების (8 ასისტი) ლიდერია. ასევე რონალდუ ჩართული იყო “იუვენტუსის” 2018/2019 სეზონში გატანილი გოლების 50%-ში, გოლი+ასისტის პრინციპით.