პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნული ნაკრების მომდევნო მატჩების გამოტოვება გადაწყვიტა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის განცხადებით, მას „იუვენტუსზე“ მაქსიმალურად კონცენტრირება სურს. 33 წლის ფეხბურთელის სურვილია, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გუნდში ადაპტაცია გაიაროს. აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს პირველ ორ მატჩში რონალდუმ „იუვესთან“ ერთად 2 მატჩი გამართა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. 6 სექტემბერს პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთან, […]