ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ
სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. Instagram-ზე განთავსებული პოსტებით კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავრებულ ერთ პოსტში $889.000 გამოიმუშავებს. მეორე და მესამე ადგილს ასევე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იკავებენ. ნეიმარი $704.000 გამოიმუშავებს, ლეო მესი კი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $695.000 იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა ათეულში – 8 ფეხბურთელი, […]
კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი (ფოტო)
UEFA-ს ერთა ლიგის A-დივიზიონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში საფრანგეთი პორტუგალიას დაუპირისპირდა. “სტად დე ფრანსზე” გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავებმა, სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშის ამსახველი ფოტოები განათავსეს.
კრიშტიანუ რონალდუ: “2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება”
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თვლის, რომ 2022 წლის მსოფილიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში გაიმართება მისთვის ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. რონალდუს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ყატარში გასამრთ მსოფლიო ჩემპიონატზე. “ძალიან კარგია ჩემთვის. ვფიქრობ, ყატარში გასამრთი მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა ჩემთვის ბოლო გამოდგეს. ყატარი ჩემთვის უცხო არ არის, იქ ხშირად ჩავდივარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბოლო მსოფლიო […]
კასილასმა რონალდუ მესიზე მაღლა დააყენა
დებატები იმის თაობაზე, რონალდუ ჯობია თუ მესი, ერთმნიშვნელოვანი პასუხით ვერასდროს დასრულდება. ყოველ სუპერვარსკვლავს თაყვანისმცემლების საკუთარი არმია ჰყავს. ორ მოთამაშეს შორის არსებული უამრავი განსხვავება კი იმას ნიშნავს, რომ უპირობო გამარჯვებულის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა რონალდუ მესიზე წინ დავაყენოთ საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატების გამო? ან იქნებ რეკორდული საგოლე გადაცემების გამო მესი დავაყენოთ რონალდუზე წინ? […]
უესლი სნეიდერი ამტკიცებს, რომ შეეძლო მესის და რონალდუს დონეზე ეთამაშა
36 წლის ნიდერლანდელმა საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესისა და რონალდუს დონეზე შეეძლო თამაში. სნეიდერი მიიჩნევს, რომ მას შეეძლო არა ნაკლებ კარგად ეთამაშა ვიდრე ამას ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ აკეთებდნენ, თუმცა მას ამის სურვილი არ ჰქონია. 2010 წელს სნეიდერი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო იმ წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად. ნიდერლანდელი ჟოზე მოურინიოს […]
პორტუგალიაში კრიშტიანუ რონალდუს სახლი გაქურდეს
პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე კრიშტიანუ რონალდუს სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვა იმ დროს მოხდა, როდესაც რონალდუ პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, მძარცველმა სახლში შეღწევა ავტოფარეხიდან შეძლო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სახლიდან პირადი ნივთებია მოპარული – მათ შორის რონალდუს მიერ ხელმოწერილი “იუვენტუსის” მაისური. ადგილობრივმა პოლიციამ ქურდობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისათვის მოპარული ნივთების სრული […]
რონალდუ და რამოსი ერთმანეთს 2 წელი არ ელაპარაკებოდნენ
კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ერთმანეთს 2 წელია არ ელაპარაკებიან. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა – Marca ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, რონალდუსა და რამოსს შორის ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი – 2018 წელს ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში ლუკა მოდრიჩისათვის მიცემული ხმა გახდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარ თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც “ბლანკოსის” ვარსკვლავებმა ლუკა მოდრიჩს დაუჭირეს მხარი. 2018 წელს, […]
რონალდუს გენიალური გადაცემა ესპანეთის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)
ზუსტად 18 წლის წინ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
მესი თუ რონალდუ – ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს – მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის […]
მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ – ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული
1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის “ბაიერნმა” დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. […]
მერაბ ჟორდანია: “რონალდუსა და კვარაცხელიას შორის ხვიჩას ავირჩევდი”
არნემის “ვიტესის” ყოფილმა მფლობელმა “დინამო თბილისის” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ, საქრათელოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებსა და ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “პერსპექტივას ყოველთვის ვხედავ, როცა გუნდში კარგ ფეხბურთელს დავინახავ. დღეს ჩვენს ნაკრებში, განსაკუთრებით წინა ხაზში, ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც – გადაჭარბებული […]