პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, Espn-თან საუბარში ჰკითხეს თუ ვინ არის საუკეთესო რონალდო: ,,შედარებები არ მიყვარს. მირჩევნია, ვთქვა, რომ ჩვენ სამმა (რონალდუ, რონალდო, რონალდინიო) საკუთარი კვალი და ისტორია დავტოვეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მათზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოვიგე, მაგრამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლეს. ორივე მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. […]