“მადლობა ყველას” – რონალდუს ვრცელი განცხადება სეზონის დასრულების შემდეგ
კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსში” ჩატარებული არც თუ ისე წარმატებული სეზონის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა. 36 წლის პორტუგალიელმა თავის იტალიურ კარიერაზე ისაუბრა. გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კრიშტიანუს ეს სიტყვები გამოსამშვიდობებელ წერილადაც აღიქვა. “ტოპ ფეხბურთელების ცხოვრება და კარიერა შედგება კარგი მომენტებითა და ჩავარდნებით. წლიდან წლამდე, ჩვენ ვეთამაშებით ფანტასტიკურ გუნდებს, დიდებული ფეხბურთელებითა და ამბიციური მიზნებით. შესაბამისად, გვიწევს, […]
მარცხით გაბრაზებულმა რონალდუმ კაპიტნის სამკლაური ფეხით გათელა (ვიდეო)
რონალდუს ეფექტი | ნიუკასლის წინააღმდეგ გასამართი მატჩის ბილეთები ასტრონომიულ ფასად გაიყიდა
კრიშტიანუ რონალდუს კვლავ “ოლდ ტრაფორდზე” ხილვას “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეორე დებიუტი “მანჩესტერ იუნაიტედში” 11 სექტემბერს, “ნიუკასლის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შედგება. 11 სექტემბერს, თბილისის დროით, 18:00 საათზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ნიუკასლს” დაუპირისპირდება. პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს. არაერთი ბრიტანული მედია საშუალების მტკიცებით, აღნიშნულ დაპირისპირებაში კრიშტიანუ რონალდუს […]
მანჩესტერში, რონალდუს მძღოლი ახალი ბენტლისთვის საწვავის ჩასხმას უშედეგოდ ცდილობდა
The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მძღოლმა, ბენზინგასამართ სადგურზე 7 საათი გაატარა, მაგრამ სუპერვარსკვლავის ახალი სუპერ ავტომობილისთვის საწვავის ჩასხმა მაინც ვერ შეძლო. პორტუგალიელ ფორვარდს Bentley Flying Spur-ის მარკის, ახალი ავტომანქანა ჰყავს, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 000 ევროა, თუმცა მისი საწვავით ავსება ვერ მოხერხდა. 36 წლის ფეხბურთელის მძღოლი და პირადი მცველი ავზის შესავსებად სადგურზე შუადღეს, 14:00 საათისთვის […]
ოქროს ბურთის გამოკითხვა – ვის მისცა ხმა ქართველმა ჟურნალისტმა?
,,ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 170-მა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორისაა ქართველი ჟურნალისტი – ზურაბ ფოცხვერია (სარბიელი), რომელმაც ხმები ასე გადაანაწილა: რობერტ ლევანდოვსკი ქარიმ ბენზემა კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესი ჟორჟინიო წელს მესიმ კარიერაში მეშვიდე ,,ოქროს ბურთი” მოიპოვა. გამოკითხვაში ლეომ 613 ხმა მიიღო და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 33 ხმით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო, […]
კრიშტიანუ რონალდუს ულამაზესი გოლი ტოტენჰემის კარში | VIDEO
ლეო მესი – რას ფიქრობენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მის შესახებ?!
2022 წლის 24 ივნისს, ლეო მესი 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ყოველი მომდევნო დაბადების დღე, აახლოვებს თარიღს, რომლისაც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ეშინია – თანამედროვე ფეხბურთი მესის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი ასაკის მატებასთან ერთად, ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნება და ვარსკვლავურ დონეზე ასპარეზობა უჭირთ. დადგება დრო, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ბუცებს კედელზე […]
„ჩემი მოღვაწეობა ნაკრებში არ დასრულებულა”- კრიშტიანუ რონალდუ
ყველამ ვიცოდით, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუსთვის ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნებოდა. თუმცა, პორტუგალიელმა გადაწყვიტა, რომ ყატარის შემდეგ მონაწილეობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მიიღოს. 37 წლის ფეხბურთელის კარიერის ბოლო წლები დიდად წარმატებული ვერ აღმოჩნდა. სეზონის უმეტესი ნაწილი რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” სათადარიგოთა სკამზე გაატარა. პორტუგალიელ ვარსკვლავს გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები. მას კლუბის დატოვება სურდა, რადგან მისთვის ჩემპიონთა […]
მანჩესტერ იუნაიტედი რონალდუსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს
პირს მორგანთან კრიშტიანუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და რონალდუს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ინგლისური კლუბი 37 ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის გზებს ეძებს. პირს მორგანთან საუბარში, პორტუგალიელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. რონალდუ მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” უღალატა და ამ ღალატში მხოლოდ ერიკ ტენ ჰაგს არ ადანაშაულებს. “მიღალატეს. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიღალატა. ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ჩემს […]
ერიქსენი: ,,ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, ,,ნოტინგემთან” მოგების შემდეგ, გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა: ,,პირველ ყოვლისა ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის. მისი მემკვიდრეობა და სახელი ნებისმიერ გუნდში რაღაც განსაკუთრებულია. მიხარია, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. თუმცა, ფეხბურთი გრძელდება… მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში, ჩვენ კი ახლა კონცენტრირებულები ვართ იმის […]
ალ ნასრის მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა
საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, “ალ იტიჰადთან” განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ, “ალ ნასრის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუ წაგებაში დაადანაშაულა. “ერთ-ერთი რამ, რამაც შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, იყო კრიშტიანუ რონალდუს ხელიდან გაშვებული შანსი პირველ ტაიმში. ვულოცავ “ალ-იტიჰადს”. მათ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ შედეგის მიღება ვერ მოვახერხეთ”, – […]
ოფიციალურად რუდი გარსია ალ ნასრის მწვრთნელი აღარ არის
“ალ ნასრმა” რუდი გარსია მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა. “კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გადაწყვიტა პირველი გუნდის მწვრთნელთან, ბატონ რუდი გარსიასთან საკონტრაქტო ურთიერთობის გაწყვეტა.ჩვენ ვაფასებთ იმ სამუშოს, რომელიც მან “ალ ნასრისთვის” გაიღო და ვუსურვებთ წარმატებას.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, სადაც რუდი გარსიას გათავისუფლება ნაწინასწარმეტყველები იყო. “Marca”-ს ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტს რონალდუსთან […]