კრიშტიანუ რონალდუ კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს
ახლა უკვე ოფიციალურად კრიშტიანუ რონალდუ “ალ ნასრის” ფეხბურთელია. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა და მისივე თქმით, პორტუგალიელი ვარსკვლავი კლუბში 2025-წლამდე დარჩება. Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от Fabrizio Romano (@fabriziorom) სათამაშო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რონალდუ 2030 წლამდე კლუბის ელჩი იქნება. არაოფიცილურ წყაროებზე დაყრდნობით, კრიშტიანუს ანაზღაურება ,,ალ ნასრში” კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.
ენდრიკი მისი კუმირის ნაკვალევს მიჰყვება
16 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად გაჩაღებულ ბრძოლაში მადრიდის “რეალმა” გაიმარჯვა. “პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონა”, “რეალი” და ევროპული ფეხბურთის რამდენიმე ფლაგმანი უნიჭიერესი ბრაზილიელის გადასაბირებლად იბრძოდა, თუმცა გამარჯვება “სამეფო კლუბს” დარჩა. “რეალი” თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გადაიხდის. ენდრიკი ,,რეალში” 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. როგორც ჩანს, ენდრიკის გადაწყვეტილებაზე გავლენა კრიშტიანუ რონალდუმ […]
ფეხბურთის ვარსკვალები პელეს ემშვიდობებიან
რამდენიმე წუთის წინ, მთელი საფეხბურთო სამყაროსთის ძალიან უსიამოვნო ინფორმაცია გარცხელდა. 82 წლის ასაკში ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. კრიშტიანუ რონალდუ: ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მთელ ბრაზილიას და განსაკუთრებით ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. მარადიულ მეფის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს სიტყვები ვერ აღწერს. ვერცერთი სიტყვა გადმოსცემს […]
ერიქსენი: ,,ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, ,,ნოტინგემთან” მოგების შემდეგ, გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა: ,,პირველ ყოვლისა ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის. მისი მემკვიდრეობა და სახელი ნებისმიერ გუნდში რაღაც განსაკუთრებულია. მიხარია, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. თუმცა, ფეხბურთი გრძელდება… მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში, ჩვენ კი ახლა კონცენტრირებულები ვართ იმის […]
CBS Sports ალ ნასრთან რონალდუს კონტრაქტის ფინანსურ დეტალებს ავრცელებს
კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მალე ,,ალ ნასრში’’ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს, არაბული გუნდისგან ხელფასის სახით სეზონში 70 მილიონ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას CBS Sprots-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთში კრიშტიანუს ტრანსფერს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის (2030 წელს) შანსების გაზრდის შესაძლებლობად მიიჩნევენ. ამიტომ 2,5-წლიანი კონტრაქტის გარდა, პორტუგალიელს 2030 წლამდე გუნდის ელჩობასაც სთავაზობენ. რონალდუს გარდა, ,,ალ ნასრი’’ […]
ალ ნასრმა კრიშტიანუ რონალდუს სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა
კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით არაბულმა კლუბმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნა. Marca-ს ინფორმაციით, რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა. პორტუგალიელი ახალ გუნდთან 2.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, 2030 წლამდე კი კლუბის ელჩი იქნება. როგორც CBS Sports-ი წერს, კრიშტიანუს ანაზღაურება ,,ალ ნასრში” კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.
განსაკუთრებული საჩუქარი კრიშტიანუ რონალდუს
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჯორჯინა როდრიგესისგან საშობაოდ ძვირადრირებული საჩუქარი მიიღო. კრიშტიანუ რონალდუს პირად კოლექციას, რომელიც უამრავ “სუპერქარსა” და ძვირადღირებულ ავტომობილს მოიცავს, კიდევ ერთი განსაკუთრებული ექსპონატი დაემატა. ჯორჯინა როდრიგესმა, რონალდუს ძვირადღირებული Rolls-Royce აჩუქა. კრიშტიანუ რონალდუმ Instagram-ზე Story განათავსა, რომელშიც ჯორჯინა როდრიგესს დიდ მადლობას უხდის. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მდიდრული ცხოვრებისა და ძვირადღირებული ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ live.ge-ს tiktok არხზე, […]
ალ ნასრის სპორტული დირექტორი: ,,რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა”
,,ალ ნასრის” სპორტულმა დირექტორმა, მარსელო სალაზარმა, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: ,,უფლებამოსილი არ ვარ, ან ,,კი” ვთქვა ან ,,არა”’. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წლის ბოლომდე. შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ყოველთვის მაგალითი იყო. და როგორც პორტუგალიის მოქალაქე, მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი,” – სალაზარის სიტყვებს Record-ი ციტირებს. […]
Marca: რონალდუს ალ ნასრში ტრანსფერი გადაწყვეტილია და მალე გაოფიციალურდება!
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური და ევროპული გამოცემა, Marca წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს გავრცელდა, ესპანური გამოცემის ვერსიით, მალე გაოფიციალურდება. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ “ალ ნასრს” უკვე შეუთანხმდა, კონტრაქტი კი უახლოეს დღეებში ოფიცილაურად […]
Bleacher Report – 2022 წლის მუნდიალის გამარჯვებულები და დამარცხებულები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ისტორიაში მესამე ჩემპიონობა იზეიმა. ვებგვერდმა, bleacherreport-მა, მუნდიალი შეაჯამა და ტურნირის 5 გამარჯვებული და დამარცხებული გამოყო: 1. გამარჯვებული – ორი ლიონელი ,,მესიმ ეს გააკეთა. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ფინალში ორი გოლი გაიტანა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ლეომ ყველა გააჩუმა, არგუმენტი – ,,მესი არ შეიძლება ჩაითვალოს […]
მორგანი: ,,გეთანხმებით, რომ ეს კამათს საბოლოოდ უსვამს წერტილს – რონალდუ ყველა დროის საუკეთესოა”
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, სოციალურ ქსელში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ კრიშტიანუ რონალდუ მოიხსენია: ,,დიახ, გეთანხმებით, რომ ეს კამათს საბოლოოდ უსვამს წერტილს… კრიშტიანუ ყველა დროის საუკეთესოა,” – წერს მორგანი. მორგანს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად არაერთხელ ჰყავს დასახელებული. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა […]
პირს მორგანი: ,,რონალდუ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, მესის გარშემო კი ბარსელონაში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ”
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა: ,,როცა რონალდუსა და მესის სტატისტიკას უყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კრიშტიანუ 2 წლით უფროსია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მესისგან განსხვავებით, რომელიც ,,ბარსელონაში” 17 წლის განმავლობაში თამაშობდა, რონალდუმ ტიტული 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო, მათ შორის მსოფლიოს სამ ყველაზე კონკურენტუნარიან ლიგაში. რონალდუ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, შეეძლო, მთელი კარიერა […]