მომენტი, როდესაც ორივე გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს | VIDEO
7 თებერვალს, ტოპ 14-ის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბიარიცი” “ლა როშელს” დაუპირისპირდა. ბიარიცში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა. მატჩის მიწურულს, იმ დროს, როდესაც “ბიარიცი” 20:24 მარცხდებოდა სახალისო შემთხვევა დაფიქსირდა – “ბიარიცის” სასარგებლოდ მეტოქის 5-მეტრიანში აუტი დაინიშნა, რომლის ჩაწოდების მომენტში მოედანზე ორი ბურთი აღმოჩნდა. ერთი სტუმართა მორაგბემ მოიგერია – ხოლო მეორე “ბიარიცის” ჰუკერმა დაამიწა. სასტვენის […]
ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა მიიღო
რამდენიმე წუთის წინ, ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა ტრავმა მიიღო. TOP 14-ის მე-7 ტურში, “ლა-როშელი” “კლერმონს” მასპინძლობს. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგელობაში ვიტო კოლელიშვილი და ლეგენდარული ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი თამაშობდნენ. მატჩის მე-6 წუთზე კი მოედანი ვიტო კოლელიშვილმა დატოვა, მიზეზი ტრავმაა. ჯერ-ჯერობით უცნობია მისი ტრავმის სიმძიმე. Live.ge ვიტო კოლელიშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!
მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ ქაფის ტურის სიმბოლურში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ენისეის” მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე, “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კლუბი საკუთარ მოედანზე “ლა როშელთან” 21:82 განადგურდა, 27 წლის მესამეხაზელი კვირის საუკეთესო 15-ეულში მაინც მოხვდა. მან 25-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. Live.ge გთავაზობთ “ჩელენჯ ქაფის” პირველი ტურის სიმბოლურ გუნდს.
აქვსენტი გიორგაძე შარკსის შერკინების კონსულტანტად დაინიშნა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი “ბორჯღალოსანი” აქვსენტი გიორგაძე, “შარკსის” შერკინების კონსულტანტად დაინიშნა. გიორგაძის შერკინების კონსულტანტად დანიშვნის თაობაზე, “შარკსმა” ოფიციალური მოხსენება გამოქვეყნა. “მოხარული ვართ, გაცნობოთ რომ “შეილ შარკსის” შერკინების კონსულტანტის თანამდებობაზე აქვსენტი გიორგაძე დაინიშნა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის მიერ ევროპაში დაგროვებული სათამაშო და სამწვრთნელო გამოცდილება ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება.” “აქვსენტი გიორგაძის სამწვრთნელო გამოცდილება, […]
ლეგიონერები | ცუცქირიძის ბონუს-ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა. გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-8 ტურში “პო” კლერმონს” ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა […]