ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, ბოგოტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6 ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სოციალურ ქსელში ტალახაძის პირველი კომენტარი გამოაქვეყნა: ,,ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. ჩემი ფორმიდან გამომდინარე, რთული მსოფლიო ჩემპიონატი იყო, მაგრამ სამი ოქროს მედლის მოპოვება მაინც შევძელით და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ შევინარჩუნე. ცოტა ვანერვიულე გულშემატკივარი, მაგრამ, არაუშავს, აუცილებლად […]