25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის სეზონის MVP-ის გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც პირველი ადგილი ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა დაიკავა. ქართველმა კალათბურთელმა გამოკითხულთა ხმების 29,2 %-ი მიიღო, რითაც ჯანან მუსასა (რეალი, 19,1%) და ეთან ჰაპს (რიო ბრეოგანი, 9%) აჯობა. ახლა საუკეთესოები მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა უნდა დაასახელონ, რის შემდეგაც სეზონის MVP-ი გამოვლინდება. […]