ფაბრეგასი: ,,მესი ისტორიაში საუკეთესოა, არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ისევ ვიხილავთ”
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, ლეო მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს: – ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშიათ? – საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია უდავოდ ლეო მესია… იმიტომ, რომ ის საუკეთესოა (იღიმის) – ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? – ისევ მესი… არ ვფიქრობ, რომ მისნაირ ფეხბურთელს ოდესმე […]
ბარსელონა 4:0 პსვ (ვიდეო მიმოხილვა)
UEFA-ს ჩემპიონთ ლიგის, ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში, “ბარსელონა” – “პსვ”-ს დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
მესი ემილიანო სალას ძებნის გაგრძელების მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო (ფოტო)
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, Instagram-ზე პოსტი განათავსა, რომელშიც ემილიანო სალას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და ფეხბურთელის ძებნის გაგრძელების მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო.
ბრწყინვალე ჟესტი: მესიმ მსაჯს მეტოქის კარში პენალტი არ დაანიშნინა (ვიდეო)
გავიხსენოთ: მესის პირველი ჯარიმა კარიერაში (ვიდეო)
ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სადაც “ბარსელონამ” “ლივერპული” 3:0 დაამარცხა, ლეო მესიმ ჯეიმს მილნერს ვირი უწოდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის გაღიზიანება ჯეიმს მილნერის მიერ შესრულებულმა უხეშმა ვარდნამ განაპირობა, რის შემდეგადაც მესიმ მილნერს ესპანურად მიმართა. “იგი აშკარად უკმაყოფილო იყო და ესპანურად მესაუბრებოდა. მან “ბურო” დამიძახა. ეს სახელი ითარგმნება, როგორც ვირი. დარწმუნებული ვარ ესპანურ ფეხბურთში დამკვიდრებული ტერმინია […]
ბერბატოვი: “ყველა ინდივიდუალური ჯილდო მესიმ და რონალდუმ უნდა გაინაწილონ”
დიმიტარ ბერბატოვის მტკიცებით, ყველა ინდივიდუალური ჯილდო პლანეტის ორმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ უნდა გაინაწილონ. ბერბატოვი მიიჩნევს, რომ მესი და რონალდუ კვლავ საუკეთესოები არიან და მათ შორის განსხვავება არაა. “რონალდუ მესის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება მათი გამორჩევა. ვფიქრობ, რომ ყველა ინდივიდუალური ჯილდო მათ უნდა გაინაწილონ – ყოველთვის. შეუძლებელია იმის თქმა, რომ მათ შორის რომელიმე უკეთესია”, […]
სუპერკომპიუტერმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო საბოლოოდ გამოავლინა
თანამედროვე სპორტულ სამყაროში ყველაზე დიდი დავა მიმდინარეობას იმაზე, თუ რომელი ჯობს – კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი. ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ბელგიაში, კერძოდ კი ლიოვენში, ლიოვენის უნივერსიტეტის პროფესორებისა და SciSports-ის მონაცემთა ექსპერტების მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა გასცა. “ფეხბურთელი ხშირად მისი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობის მიხედვით ფასდება. რეალურად, მოედანზე ფეხბურთელი საშუალოდ 1600 განსხვავებულ მოძრაობას აკეთებს. ჩვენს […]
როგორც ცნობილია, ლეო მესის ყოველწლიური შემოსავალი 131 მილიონს შეადგენს. არგენტინელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. საინტერესოა, რომ ქალთა შორის ყველაზე მეტს კარლი ლოიდი გამოიმუშავებს. ამერიკელი ნახევარმცველი მშობლიურ “სქაი ბლუში” თამაშობს და წელში მხოლოდ 480 000 ათას ევროს იღებს. შესაბამისად, ჩანს, თუ რამხელა განსხვავებაა ქალ და კაც ფეხბურთელების ანაზღაურებებს შორის.
მესის ემოციური დაბრუნება სამშობლოში?
არგენტინული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ლეო მესის “ნიუელსში” შესაძლო დაბრუნების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მესის სამშობლოში დაბრუნება უტოპიის სფეროს არ წარმოადგენს. კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. “კამპ ნოუზე” მესის ჰეგემონია კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელდება, თუმცა “ნიუელსის” ცივე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მესი კარიერას იმ გუნდში დაასრულებს, რომელშიც ბავშვობის […]
მესი თუ რონალდუ – ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს – მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის […]
მესი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემის გარეშეა
ლეო მესის კარიერაში რთული ეტაპია – ზაფხულში “ბარსელონასთან” დაწყებული შექმნილი დაძაბული ურთიერთობა არგენტინელის სტატისტიკაზეც აისახა. “ბლაუგრანას” კაპიტანს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი საგოლე გადაცემაც არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მესიმ ესპანეთის ჩემპიონატი 21 ასისტით დაასრულა, რითაც რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლეოს შედეგიანობის შემცირებაზე მეტყველებს. აქვე გეტყვით, რომ 12 თამაშში არგენტინელმა […]