მესი დღევანდელი მატჩისთვის პარი სენ ჟერმენის განაცხადში მოხვდა
,,პარი სენ ჟერმენში” ლეო მესის დებიუტი, დიდი ალბათობით, დღეს შედგება. არგენტინელი ვარსკვლავი ,,რეიმსთან” მატჩისთვის პარიზული გუნდის განაცხადში მოხვდა. ,,პსჟ-ის” განაცხადი: დონარუმა, ნავასი, ჰაკიმი, კიმპემბე, მარკინიოსი, ვერატი, მბაპე, პარედესი, ნეიმარი, დი მარია, დანილო, ვეინალდუმი, ერერა, დიალო, დრაქსლერი, კერერი, გეიე, კალიმუენდო, მესი, ბიტუმასალა, ებიმბე, ფრანკი. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში ,,პსჟ” ,,რეიმსს” ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზეა ჩანიშნული. მესი […]
ფრანგულ სატელევიზიო არხზე მესის ნაცვლად მისი ორეულის ფოტო განთავსდა (ვიდეო)
ფრანგული სატელევიზიო არხის ეთერში კურიოზული შეცდომა დაფიქსირდა. ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობისას, კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავის ნაცვლად, ეკრანზე მისი ორეულის ფოტო გამოჩნდა. ლეო მესის ორეული – რეზა პარასტეში “ირანელი მესის” მეტსახელითაა ცნობილი. მსოფლიოს მასშტაბით, რეზა უამრავმა გულშემატკივარმა გაიცნო თუმცა ფრანგული არხის შეცდომის შედეგად, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. French TV using a Messi lookalike picture for their news […]
ლეო მესის ყველა გატანილი თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში (ვიდეო)
მესი ვარჯიშზე თანაგუნდელების წინააღმდეგ (ვიდეო)
ავტოგრაფი ყველას – მესიმ გულშემატკივარი გაახარა | VIDEO
მოურინიოს 2005/06 წლების საიდუმლო ჩანაწერი საჯარო გახდა
ინგლისურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა. 2005/06 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში უწევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი თანაშემწე, ანდრე ვილაშ-ბოაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს დააკვირდნენ და მათზე საბოლოო ანგარიში ჩამოაყალიბეს. კარლეს პუიოლის შესახებ: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მის წინააღმდეგ დანიშნულ ჯარიმებზე გიჟდება და პროვოკაციაზეც მიდის. პოზიციის შერჩევა უჭირს, რადგან ფორვარდებს ნახევარდაცვაში ამოყვება […]
ზუსტად 13 წლის წინ – მესიმ ესპანიოლს ხელით გაუტანა (ვიდეო)
ანტუან გრიზმანმა ლეგანესს გაუტანა (ვიდეო)
35 წლის ნესტა მესის წინააღმდეგ (ვიდეო)
ლაპორტამ დაადასტურა, რომ მესი პსჟ-ში გადადის
კატალონიის ,,ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ფლორენტინო პერესთან და ანდრეა ანიელისთან შეხვედრისას, დაადასტურა, რომ ლეო მესი კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელებს: ,,მინდოდა, რომ ლეო დარჩენილიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო… მე ყველაფერი გავაკეთე. მესი პსჟ-ში მიდის. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა,” – ლაპორტას სიტყვებს Football Italia ციტირებს. ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს […]
ლეო მესის მორიგი დასაფასებელი საქციელი ქველმოქმედებაში
კატალონიის “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის მორიგი დასაფასებელი საქციელი ქველმოქმედებაში. ლეომ, “ვალიადოლიდთან” სარეკორდო და ისტორიული გოლი გაიტანა და პელეს გაუთანაბრდა. ბუცები, რომლითაც გოლი გაიტანა, მესიმ აუქციონს გადასცა. აუქციონზე არგენტინელი სუპერვარსკვლავის ბუცები 173 ათას დოლარად გაიყიდა და აღნიშნული თანხა ბარსელონას საავადმყოფოს ანგარიშზე გადაირიცხა, რომელშიც კოვიდინფიცირებულები და ბავშვები მკურნალობენ. ფეხბურთელმა, აუქციონის […]
ეპოქის დასასრული – მესიმ ბარსელონა დატოვა!
გავლენიანი ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ “ბარსელონა” დატოვა. არაერთი წყაროს მტკიცებით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. თავდაპირველი ცნობების თანახმად, მესის წარმომადგენელსა და “ბარსელონას” შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიური გრანდის გაძლიერება და გუნდში ახალი ვარსკვლავების ხილვა სურდა, მაგრამ “ბლაუგრანას” მესვეურებმა ტოპ-ტრანსფერების განხორციელება ვერ […]