ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში, “ბარსელონა” – “პსვ”-ს მასპინძლობს. “ბლაუგრანას” სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, მატჩის 32-ე წუთზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით აიღო სტუმართა კარი.
არგენტინელ სუპერვარსკვლავს სანაკრებო დონეზე 2 წლიანი სადისკვალიფიკაცია ემუქრება. კოპა ამერიკის მესამე ადგილისათვის ბრძოლაში არგენტინა ჩილეს დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ლეო მესის წითელი ბარათით დაატოვებინა მოედანი – მატჩის შემდგომ გაკეთებული განცხადებების გამო კი შესაძლოა სუპერვარსკვლავს სანაკრებო დონეზე 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს. “მათ ფინალში თამაშის უფლება არ მოგვცეს. კორუფცია და მსაჯები არის ის პრობლემა, რომელიც ფეხბურთს […]