მესი დღევანდელი მატჩისთვის პარი სენ ჟერმენის განაცხადში მოხვდა
,,პარი სენ ჟერმენში” ლეო მესის დებიუტი, დიდი ალბათობით, დღეს შედგება. არგენტინელი ვარსკვლავი ,,რეიმსთან” მატჩისთვის პარიზული გუნდის განაცხადში მოხვდა. ,,პსჟ-ის” განაცხადი: დონარუმა, ნავასი, ჰაკიმი, კიმპემბე, მარკინიოსი, ვერატი, მბაპე, პარედესი, ნეიმარი, დი მარია, დანილო, ვეინალდუმი, ერერა, დიალო, დრაქსლერი, კერერი, გეიე, კალიმუენდო, მესი, ბიტუმასალა, ებიმბე, ფრანკი. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში ,,პსჟ” ,,რეიმსს” ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზეა ჩანიშნული. მესი […]
ვერატი: ,,მესი მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს”
,,პსჟ-ის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, პარიზულ გუნდში ლეო მესის გადასვლაზე ისაუბრა: ,,მესის პსჟ-ში ყოფნა წარმოუდგენელია. სანამ პირადად არ ვნახე, ამის არ მჯეროდა, ჩვენ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდით. შესაძლოა, ლეო არც ისე ბევრს საუბრობს, მაგრამ მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, ეს კი მოედანზე იგრძნობა. ის ნამდვილი ლიდერი და ჩემპიონია, რომელიც მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს. […]
რა თანხა გამოიმუშავა მაიკლ ჯორდანმა მესის ტრანსფერით?
არგენტინელი სუპერვარსკვლავის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შედეგად, კალათბურთის ლეგენდამ 6 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. მაიკლ ჯორდანის კუთვნილის კომპანიის (Air Jordan) ლოგო პარიზული გრანდის სათამაშო ფორმაზეა გამოსახული. “პარი სენ-ჟერმენის” სათამაშო ფორმა ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Air Jordan-ის მიერაა წარმოებული. პარიზელებსა და ჯორდანის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, “პსჟ”-ს ფორმის თითოეული გაყიდული კომპლექტის 5% Air Jordan-ს ეკუთვნის. El Grafico-ს […]
ხელსახოცი, რომელიც მესიმ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე გამოიყენა მილიონ დოლარად იყიდება
სავაჭრო პლატფორმაზე (Mercado Libre) იყიდება ხელსახოცი, რომელიც ლეო მესიმ ,,ბარსელონასთან” გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე გამოიყენა – პროდუქტის ღირებულება 1 მილიონი დოლარია. ანონიმური გამყიდველი წერს, რომ ხელსახოცზე ფეხბურთელის ცრემლებია შემორჩენილი და ბიომასალები, შესაძლოა, მომავალში არგენტინელის კლონირებისთვის გამოდგეს. 5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატალონიელები ლეოს ახალ კონტრაქტს ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდნენ. მესი ,,პარი სენ ჟერმენს” […]
ფრანგული პრესა – როდის შედგება მესის დებიუტი პსჟ-ში
,,პარი სენ ჟერმენის” ახალწვეული, ლეო მესი ,,სტრასბურგთან” საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში არ ითამაშებს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მისი დებიუტი 29 აგვისტომდე ნაკლებსავარაუდოა – 29-ში პარიზელები ჩემპიონატის მე-4 ტურში ,,რეიმსს” ესტუმრებიან. ,,როდის ვიხილავთ მესის მოედანზე? მას შემდეგ, რაც ლეომ ერთი თვის წინ კოპა ამერიკის ბოლო მატჩში […]
რამოსისა და მესის პირველი შეხვედრა პსჟ-ს ვარჯიშზე | VIDEO
ყოფილი მოსისხლე მტრები თანაგუნდელების ამპლუაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. “პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე, სერხიო რამოსისა და ლეო მესის გულთბილი შეხვედრა შედგა. Messi and Ramos’ first linkup 🔥 pic.twitter.com/tSEQZyGQTw — J. (@MessiIizer) August 12, 2021 Messi and Ramos meet as teammates for the first time 🤗 pic.twitter.com/uq12SwVJ7q — ESPN FC (@ESPNFC) August 12, 2021
პსჟ მბაპეს შემცვლელად რონალდუს განიხილავს
როგორც ჩანს, კილიან მბაპეს კარიერა “პსჟ”-ში კიდევ დიდი ხნით არ გაგრძელდება. ფრანგ ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს, პარიზელებმა კი მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს, 21 წლის ფრანგი თავდამსხმელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, “პსჟ” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ მბაპეს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება, მის გადასაბირებლად კი მადრიდის “რეალი” დიდი […]
მესიმ პსჟ-ში პირველი ვარჯიში ჩაატარა | VIDEO+PHOTO
ლეო მესიმ პარიზულ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა. მან დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა და ხვალიდან უკვე კლუბთან ერთად ივარჯიშებს არგენტინელმა ვარსკვლავმა “პსჟ”-ს სავარჯიშო ბაზაზე პირადად მოინახულა კილიან მბაპეც.
ბარსელონამ მესის €39 მილიონი უნდა გადაუხადოს
მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ ლეო მესის ახალი კონტრაქტი არ დაარეგისტრირა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი იძულებული გახდა “ბარსელონა” დაეტოვებინა, კატალონიურ გრანდს არგენტინელი სუპერვარსკვლავის კოლოსალური თანხა მართებს. “ბარსელონაში” ლეო მესის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა – პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ვარსკვლავმა “პარი სენ-ჟერმენთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც შესაძლოა 1-წლით კიდევ გახანგრძლივდეს. “ბლაუგრანასთან” არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის დასრულების მიუხედავად, “ბარსელონა” […]
მას კარგი გემოვნება აქვს | სტეფ კარი მესის ტრანსფერს ეხმაურება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” სუპერვარსკვლავი – სტეფ კარი, ლეო მესის ტრანსფერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას კარგი გემოვნება აქვს. “პარი სენ ჟერმენთან” გაფორმებული კონტრაქტის გაოფიციალურების შემდეგ, ლეო მესიმ 30-ნომრიანი მაისური მოირგო. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, სტეფ კარიმ ლეო მესის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა მიულოცა და წარმატება უსურვა. Messi has some good taste […]
ამას ვინ წარმოიდგენდა? – რამოსი მესის გულთბილად მიესალმა
მრავალი წლის განმავლობაში, სერხიო რამოსი და ლეო მესი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. ესპანელი და არგენტინელი სუპერვარსკვლავები “პარი სენ-ჟერმენში” თანაგუნდელები გახდნენ და სერხიო რამოსი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელიც მესის მიესალმა. რამოსი და მესი “ელ კლასიკოში” საკუთარი კლუბების კაპიტნები იყვნენ, თუმცა “რეალთან” და “ბარსელონასთან” კონტრაქტების ვერ შეთანხმების შემდეგ, ზაფხული ორივე მათგანისათვის პარიზული გრანდის მაისურის მორგებით სრულდება. ლეო […]
მესის გავლენა | მესის გადასვლის შემდეგ, პსჟ-ს ინსტაგრამზე გამომწერები გაორმაგდა
მას შემდეგ, რაც არგენტინელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი – ლეო მესი “პსჟ”-ში ჩაირიცხა, პარიზულ კლუბს სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე რეკორდული რაოდენობის გამომწერები მოემატა. 10 აგვისტოს დილით “პსჟ”-ს ინსტაგრამ გვერდს 19 მილიონი გამომწერი ჰყავდა, მას შემდეგ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეო მესი პარიზულ გრანდში ჩაირიცხა. 11 აგვისტოს მონაცემებით, პსჟ-ს სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე 43 მილიონი გამომწერი ჰყავს. 24 საათის […]