ზუსტად 15 წლის – მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
“ბარსელონა”გაკოტრების საფრთხის წინაშე
კატალონიური კლუბი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე იმყოფება. ჯერ იყო და, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება ლიონელ მესის სურდა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, შემდეგ კლუბი გააკრიტიკეს წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონა “ბაიერნთან” 2:8 განადგურდა, ცოტა ხნის წინ კი კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გადადგა. ახლა კი “ბარსელონა” გაკოტრების საფრთხის წინაშეა, თუ კლუბის ვარსკვლავი […]
ლეო მესის მორიგი ფენომენალური მიღწევა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “ბარსელონას” დაუპირისპირდა. ტურინში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. “ბიანკონერის” კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი ლეო მესი გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 91-ე წუთზე ტერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, ლეო მესიმ გერდ მიულერს გადაასწრო და ყველა დროის საუკეთესო […]
უეინ რუნის 4 ყველაზე რთული მეტოქე
უეინ რუნიმ 4 ყველაზე ძლიერი და რთული მეტოქე დაასახელა ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი 35 წლის ვარსკვლავი ახლა “დერბის” ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო. ინგლისელი მოთამაშის ყველაზე წარმატებული პერიოდი “წითელ ეშმაკებს” უკავშირდება, გუნდთან ერთად რუნიმ ხუთი პრემიერ ლიგის, ერთი ჩემპიონთა ლიგის და ერთიც […]
იუვენტუსი Vs. ბარსელონა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე!
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გასამართ მატჩს სრულიად საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით ელის. “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩს დამატებით ინტრიგას პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირების მოლოდინი სძენდა, თუმცა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “ბლაუგრანას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. Marca-ს […]
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
პორტუგალიელ სუპერვასკვლავს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუმ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა წინააღდეგაც უთამაშია, ყველაზე რთულ მეტოქედ ინგლისელი მცველი ეშლი კოული დაასახელა. სანამ პორტუგალიელი 2009 წელს “მადრიდის რეალს” შეურთდებოდა, მან “მანჩესტერ იუნაიტედში” ექვსი სეზონი გაატარა და ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ […]
ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ
სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. Instagram-ზე განთავსებული პოსტებით კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავრებულ ერთ პოსტში $889.000 გამოიმუშავებს. მეორე და მესამე ადგილს ასევე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იკავებენ. ნეიმარი $704.000 გამოიმუშავებს, ლეო მესი კი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $695.000 იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა ათეულში – 8 ფეხბურთელი, […]
კასილასმა რონალდუ მესიზე მაღლა დააყენა
დებატები იმის თაობაზე, რონალდუ ჯობია თუ მესი, ერთმნიშვნელოვანი პასუხით ვერასდროს დასრულდება. ყოველ სუპერვარსკვლავს თაყვანისმცემლების საკუთარი არმია ჰყავს. ორ მოთამაშეს შორის არსებული უამრავი განსხვავება კი იმას ნიშნავს, რომ უპირობო გამარჯვებულის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა რონალდუ მესიზე წინ დავაყენოთ საერთაშორისო არენაზე მიღწეული წარმატების გამო? ან იქნებ რეკორდული საგოლე გადაცემების გამო მესი დავაყენოთ რონალდუზე წინ? […]
უესლი სნეიდერი ამტკიცებს, რომ შეეძლო მესის და რონალდუს დონეზე ეთამაშა
36 წლის ნიდერლანდელმა საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესისა და რონალდუს დონეზე შეეძლო თამაში. სნეიდერი მიიჩნევს, რომ მას შეეძლო არა ნაკლებ კარგად ეთამაშა ვიდრე ამას ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ აკეთებდნენ, თუმცა მას ამის სურვილი არ ჰქონია. 2010 წელს სნეიდერი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო იმ წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად. ნიდერლანდელი ჟოზე მოურინიოს […]
“მესი წვიმიან ამინდში სტოკთან ვერ ითამაშებს” – საიდან იღებს სათავეს ეს მოსაზრება?
მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს არაერთხელ სმენიათ სულელური ფრაზა: მესი წვიმიან ამინდში “სტოკთან” ვერ ითამაშებს. საიდან იღებს სათავეს ეს მოსაზრება? “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონს” შორის გამართული მატჩის წინ შემდგარ სატელევიზიო შოუ-დისკუსიაში ორი ჯენტლმენი იყო ჩართული. რიჩარს კეისი და ენდი გრეი მხოლოდ პრემიერ ლიგის დაპირისპირების განხილვით არ შემოიფარგლნენ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებსაც გადასწვდნენ. რიჩარდ კეისმა ენდი გრეის 2010 […]
მესი თუ რონალდუ – ვინ ლიდერობს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გამოკითხვაში?
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად არაერთი ცხარე დებატი გაიმართა. გულშემატკივართა და სპორტსმენთა აზრი ორადაა გაყოფილი. საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლეო მესი იმსახურებს – მეორე ნაწილის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვარსკვლავების მიერ დაფიქსირებული პოზიციები შეაჯამა და საკმაოდ საინტერესო შედეგი მიიღო. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის […]
კუმანი: “ბარსელონაში მშვიდი ცხოვრების იმედი არ მაქვს”
ლეო მესიმ კატალონიური გრანდის ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს ერთობისკენ მოუწოდა. არგენტინელი ლეგენდის მოწოდების მიუხედავად, რონალდ კუმანს “ბარსელონაში” მშვიდი ცხოვრების იმედი არ აქვს. რონალდ კუმანმა შესანიშნავად იცის, თუ რამხელა წნეხში ექცევა “ბარსელონას” მაისურით მოთამაშე ფეხბურთელი – მთავარ მწვრთნელებს კი გაცილებით უფრო მეტი სანერვიულო აქვთ. “მესის მოწოდების მიუხედავად, არ ვიცი “ბარსელონაში” მშვიდი ცხოვრება მექნება თუ არა. ყოველთვის რაღაც […]