საფეხბურთო სრულყოფილება – ლეო მესის მიერ საჯარიმოს გარედან გატანილი გოლები
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ვარსკვლავს – ლეო მესის, კარიერაში 724 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 126 საჯარიმოს გარედან. ეს საოცარი სტატისტიკა კიდევ ერთხელ გაამყარა “ალავესთან” ლეო მესის გატანილმა ორმა ულამაზესმა გოლმა, რომელიც ლეო მესიმ საჯარიმოს გარედან გაიტანა. ლეო მესის გოლები “ალავესის” წინააღმდეგ: პირველი გოლი , მეორე გოლი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლების შედარება საჯარიმოს […]
რას გეგმავს მანჩესტერ სიტი ლეო მესისთან დაკავშირებით
Sportbible-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” კატალონიის “ბარსელონას” შემტევის, ლეო მესის გადაბირებას კვლავ შეეცდება. “ქალაქელები” “ოქროს ბურთის” ექვსგზის მფლობელთან მოლაპარაკებების დაწყებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ. როგორც იცით, “ლა პულგას” “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება იანვარში შეეძლება. პეპ გვარდიოლას გუნდს ლიონელის შეძენა გასულ ზაფხულშიც სურდა, როდესაც თავად ფეხბურთელი “ბარსას” […]
რონალდუ – მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი მეტოქე არაა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. “ბლაუგრანას” დამარცხებაში ლომის წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი ორჯერ აიღო. “კამპ ნოუზე” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლეო მესისთან კარგი ურთიერთობა აქვს და არგენტინელ სუპერვარსკვლავს მეტოქედ არ მიიჩნევს. […]
მესის საოცარი პასი და გრიზმანის გოლი გრანადასთან (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. ტიტულისათვის ლეო მესი, ჯეიმს მილნერი, ნაბილ ფეკირი და პოლ პოგბა იბრძოდნენ. UEFA-ს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ლეო მესიმ მოიპოვა.
პელემ მესის რეკორდის დამყარება მიულოცა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ბარსელონამ” “ვალენსიას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში თავისი გოლის გატანა შეძლო ლეო მესიმ. არგენტინელის მიერ “ვალენსიას” კარში გატანილი გოლი მისთვის 450-ე გამოდგა ლა ლიგაში, ხოლო 643-ე “ბარსას” მაისურით. ამ შედეგით არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პელეს რეკორდი გაიმეორა – ის მას ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით დაეწია. პელემ იმავე შედეგს “სანტოსში” […]
დე იონგის მშვენიერი გადაცემა და ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებმა მესი და ბარსელონა გააკრიტიკეს
“ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ მედიასთან მატჩის შემდგომი კომენტარის გასაკეთებლად “ბარსელონამ” 17 წლის პედრი გააგზავანა, რის გამოც ქომაგებმა მესი და კატალონიური კლუბი მწვავედ გააკრიტიკეს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა. შეხვედრა სიმეონეს შეგირდების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს “ატლეტიკოს” ბელგიელმა შემტევმა კარასკომ გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლის ეპიზოდში გაუგებრად […]
კრიშტიანუ რონალდუ – ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი
კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესი დაამარცხა და ინსტაგრამის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდა. “ბიანკონერის” 34 წლის ვარსკვლავს, ინსტაგრამზე 134 მილიონი გამომწერი ჰყავს – განთავსებული პოსტების შედეგად, რონალდუმ £38.2 მილიონი გამოიმუშავა. კრიშტიანუ რონალდუს ინსტაგრამზე 49 დასპონსორებული პოსტი აქვს განთავსებული – თითოეული პოსტისგან რონალდუმ £780.000 მიიღო. კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავმა £18.7 მილიონი გამოიმუშავა. ლეო მესი ერთ პოსტში საშუალოდ £518.000 იღებს. […]
რივალდო: “ეს მესის ბოლო სეზონია ბარსელონაში”
“ბარსელონას” ყოფილი ფორვარდის რივალდოს აზრით, ხელმძღვანელები ვერ მოახერხებენ მესის დარწმუნებას, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულში ლეოს “ბლაუგრანას” დატოვება სურდა, მაგრამ “ბარსას” მესვეურებმა მას უფასოდ წასვლის უფლება არ მისცეს. “ბარსელონა” ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებაზე არაერთხელ მოელაპარაკა. გარდა ამისა, ანაზღაურების სერიოზულ ცვლილებებს ისინი კიდევ გეგმავდნენ, რაზეც მოთამაშეებისგან უარი მიიღეს. ეს კიდევ უფრო […]
ენდი რობერტსონი: “მესის გაჩერება ურთულესი მისიაა”
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ლივერპულს” უმასპინძლებს. “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით “ბარსელონა” სარგებლობს – თუმცა მერსისაიდელები საბრძოლველად ემზადებიან. “ლივერპულის” მცველმა, ენდი რობერტსონმა მატჩის წინ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. “რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას მოედნის ნებისმიერ კუთხეში შეუძლია ბურთის მიღება, შეტევის წამოწყება და […]
ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს უმიზნებს
კატალონიის “ბარსელონას” შემტევის, ლეო მესის ანგარიშზე ამჟამად ლა ლიგაში 59 პენალტია, რაც ესპანეთის ჩემპიონატის მასშტაბით, რიგით მე-2 საუკეთესო შედეგია. ექვსგზის “ოქროს ბურთის” მფლობელს აქვს შანსი, რომ კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი მოხსნას, რომელსაც პრიმერა დივიზიონში (“რეალის” მაისურით) 61 თერთმეტმეტრიანი აქვს ზუსტად შესრულებული. როგორც იცით, პორტუგალიელი ამჟამად “იუვენტუსის” რიგებში, სერია A-ში ასპარეზობს. უკანასკნელად, ლეომ პენალტი 2 წლის წინ, […]