ლეო მესის მორიგი დასაფასებელი საქციელი ქველმოქმედებაში
კატალონიის “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის მორიგი დასაფასებელი საქციელი ქველმოქმედებაში. ლეომ, “ვალიადოლიდთან” სარეკორდო და ისტორიული გოლი გაიტანა და პელეს გაუთანაბრდა. ბუცები, რომლითაც გოლი გაიტანა, მესიმ აუქციონს გადასცა. აუქციონზე არგენტინელი სუპერვარსკვლავის ბუცები 173 ათას დოლარად გაიყიდა და აღნიშნული თანხა ბარსელონას საავადმყოფოს ანგარიშზე გადაირიცხა, რომელშიც კოვიდინფიცირებულები და ბავშვები მკურნალობენ. ფეხბურთელმა, აუქციონის […]
მესი კოპა ამერიკის თასთან ერთად – ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო ინსტაგრამზე
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის, კოპა ამერიკის თასთან ერთად გადაღებული სურათი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო გახდა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. პოსტს ამ ეტაპზე 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. აქამდე ყველაზე პოპულარული ფოტო კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა – პორტუგალიელმა დიეგო არმანდო მარადონას სიკვდილის დღეს ლეგენდარულ არგენტინელთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც 19.9 მილიონმა ადამიანმა მოიწონა. […]
რა თანხა გამოიმუშავა მაიკლ ჯორდანმა მესის ტრანსფერით?
არგენტინელი სუპერვარსკვლავის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შედეგად, კალათბურთის ლეგენდამ 6 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. მაიკლ ჯორდანის კუთვნილის კომპანიის (Air Jordan) ლოგო პარიზული გრანდის სათამაშო ფორმაზეა გამოსახული. “პარი სენ-ჟერმენის” სათამაშო ფორმა ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Air Jordan-ის მიერაა წარმოებული. პარიზელებსა და ჯორდანის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, “პსჟ”-ს ფორმის თითოეული გაყიდული კომპლექტის 5% Air Jordan-ს ეკუთვნის. El Grafico-ს […]
მესის შეტევა მოედანზე შევარდნილმა ქომაგმა ჩაუშალა | VIDEO
L’Equipe – პარი სენ-ჟერმენში წმენდა იწყება
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზულ გრანდს რამდენიმე ვარსკვლავი დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. L’Equipe-ს მტკიცებით, “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურებს, იანვარში ტრანსფერების შედეგად €100 მილიონის მიღება სურთ. მაურო იკარდი გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საფრანგეთის ლიგა 1-ის გრანდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიური კამპანია აწარმოა. პარიზელთა რიგები ისეთმა ვარსკვლავებმა შეავსეს, როგორიცაა: ლეო მესი, […]
,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, 2021 წელს, ,,ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მესისთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა: ,,მესი გაბრაზდა, რადგან ჩემს თანაგუნდელს რაღაც ვუთხარი, მან კი მოისმინა. ძალიან გაბრაზდა და შემომიტია, საშინელება იყო. ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი უბრალოდ სახლში წასვლა. ამ შემთხვევის შემდეგ ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ამით მან აჩვენა, როგორი […]
გვარდიოლა: ,,რამდენი ,,ახალი მესი” იყო? 10-15, მაგრამ ყველანი ჩაფლავდნენ”
,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ერლინგ ჰოლანდისა და ლეო მესი შედარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: ,,ლეოს ვერავინ შეედრება. რამდენი ახალი მესი იყო? 10-15, მაგრამ ყველანი ჩაფლავდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მხოლოდ ჰოლანდს დავეყრდნოთ. ახლა კითხვები მხოლოდ მის შესახებაა, მაგრამ გუნდის სხვა წევრები ამას მშვენივრად იღებენ. მაგალითად, კევინ დე ბრუინე განსაკუთრებული ადამიანია და ბედნიერია, რომ ერლინგი […]
პოლონეთის მწვრთნელი: ,,ეს მხოლოდ მესისა და ლევანდოვსკის შეხვედრა არ არის”
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩესლავ მიხნევიჩმა, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ ამ შეხვედრას განვიხილავთ, როგორც პოლონეთსა და არგენტინას შორის და არა – ლევანდოვსკისა და მესის… არ ვისაუბრებ იმაზე თუ რომელი მათგანია უკეთესი. მესი მსოფლიოს გაკვირვებას 18 წელია ახერხებს. ლეომ ამ დროის განმავლობაში 800-ზე მეტი გოლი გაიტანა და 300 მეტი საგოლე გადაცემა მიითვალა. უნდა გვიხაროდეს, […]
ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით – კვარაცხელია მეათეა
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ პოზიციას ლეო მესი იკავებს, რომელიც, მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ,,შეძლებს ვინმე, რომ მესის მერვე ოქროს ბურთის მოგებაში შეეცილოს? მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე 6 თვე დარჩა, ეს ძალიან რთული იქნება,” – წერს გამოცემა. Goal.com-ის რჩეულთა […]
ლეო მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავს
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი პარიზულ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ინფორმაციას ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-სთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაიფიქრა. ლეოსთვის, რომელსაც ,,პარი სენ ჟერმენთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს, პარიზში დარჩენა პრიორიტეტი არ არის. მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ის” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში […]
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ლეო მესის, ,,ბარსელონას” პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტსთან სურს შეხვედრა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ აპირებს. სიტუაციას ,,ბარსელონა” აკვირდება, თუმცა ფეხბურთელისთვის ვერ ახერხებს ისეთი წინადადების შეთავაზებას, რომელიც ფინანსურ ფეარ-პლეის არ არღვევს. თებერვალში კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, მესის მამას შეხვდა. თავად ლეო კი გუნდისგან უფრო […]
მესის ეფექტი – ინტერ მაიამის მილიონობით გამომწერი მოემატა
კატალონიური გრანდის გულშემატკივრები, რომლებიც ლეო მესის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი გამოწვევა მიიღო და კარიერას MLS-ის ბინადარ “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ლეო მესის განცხადების შემდეგ, “ინტერ მაიამის” სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი მოემატა. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ჯერ კიდევ 24 საათის წინ, “ინტერ მაიამის” მხოლოდ 1 მილიონი […]