მორიგი მიღწევა: მესი რონალდუს გაუთანაბრდა (ვიდეო)
ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” სტუმრად “ბეტისი” 1:4 გაანადგურა. კატალონიელთა კაპიტანმა, ლეო მესიმ მეტოქის კარში ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. ეს არის არგინტინელის 34-ე ჰეთ-თრიქი ესპანეთის ჩემპიონატში, რითაც ლეო მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. ასევე იხილეთ: ბეტისის ფანები მესის ფეხზე წამოუდგნენ და ტაში დაუკრეს. (ვიდეო) ბეტისი 1:4 ბარსელონა (მიმოხილვა)
მორიგი ფენომენალური რეკორდი – მესი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა
ლიგა 1-ის მე-21 ტურის მატჩში “პსჟ” “მონპელიეს” ესტუმრა და 1:3 გაიმარჯვა. მატჩის მეორე გოლი ლეგენდარულმა არგენტინელმა – ლეო მესიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს გოლი ისტორიული გამოდგა და კიდევ ერთი შთამბეჭდავი რეკორდი დაამყარა. კერძოდ კი, ლეო მესისთვის ეს გოლი საკლუბო ასპარეზზე 697-ე იყო, რაც TOP 5 ჩემპიონატებში, ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ლეო მესის “ბარსელონას” შემადგენლობაში 672 გოლი […]
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდოს უკან დატოვა. გამოცდილმა ბრაზილიელმა სპეციალისტმა ფენომენოსთან 1 წლის განმავლობაში იმუშავა, როცა ის “ბარსელონაში” ბობი რობსონის თანაშემწე იყო. კატალონიურ კლუბში გატარებულ სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 47 გოლი გაიტანა, რითაც ჟოზე გაკვირვებული დატოვა. “რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც მინდორზე მინახავს. ვფიქრობ, რომ ტრავმებმა […]
მოურინიოს 2005/06 წლების საიდუმლო ჩანაწერი საჯარო გახდა
ინგლისურ მედიაში საკმაოდ საინტერესო ჩანაწერები გავრცელდა. 2005/06 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში უწევდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და მისი თანაშემწე, ანდრე ვილაშ-ბოაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს დააკვირდნენ და მათზე საბოლოო ანგარიში ჩამოაყალიბეს. კარლეს პუიოლის შესახებ: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მის წინააღმდეგ დანიშნულ ჯარიმებზე გიჟდება და პროვოკაციაზეც მიდის. პოზიციის შერჩევა უჭირს, რადგან ფორვარდებს ნახევარდაცვაში ამოყვება […]
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი ოთხფეხა მეგობრები (ვიდეო)
მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით
ვებგვერდმა, WhoScored.com-მა, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა. გუნდში არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც მუნდიალის გამარჯვებული გახდა, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი – ლეო მესი მოხვდა. ყველაზე მეტი, 3 მოთამაშე კი საფრანგეთის ნაკრებიდანაა. 8,25 ქულით საუკეთესო შეფასება სწორედ მესიმ დაიმსახურა – ,,ალბისელესტეს” კაპიტანმა ტურნირი 7 გოლითა და 3 საგოლე პასით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით: მეკარე – […]
მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
ინგლისურმა გამოცემამ Goal.com მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა. ცნობილია, რომ Goal-მა ოცეული ხელფასების, ბონუსებისა და რეკლამებით დაგროვილი თანხების გათვალისწინებით შეადგინა. 5. გარეთ ბეილი – 40.2 მილიონი ევრო 4. ანტუან გრიზმანი – 44 მილიონი ევრო 3. ნეიმარი – 91.5 მილიონი ევრო 2. კრიშტიანუ რონალდუ – 113 მილიონი ევრო 1. ლეო მესი – 130 მილიონი ევრო TOP […]
მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ცნობილია
Forbes-მა მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. არც თუ ისე მოულოდნელად, სიის სათავეში კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან. გასათვალისწინებელია, რომ თანხებში მოცემულია, როგორც კლუბებში მიღებული ხელფასები და ბონუსები, ასევე, სპონსორული კონტრაქტები, ბონუსები და სხვა. TOP 20 ასე გამოიყურება: 1. ლეო მესი – $127 მილიონი ყოველწლიურად მესი ოცეულს ლიდერობს. 2. კრიშტიანუ რონალდუ – $109 […]
მუნდიალი 2022 | 23-ე სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ხორვატიისა და მაროკოს დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც ხორვატთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 18 დეკემბერს, ასევე 19:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – საფრანგეთი, ტიტულის დაცვას არგენტინის წინააღმდეგ შეეცდება. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო […]
მუნდიალი 2022 | ინდივიდუალური და სანაკრებო რეკორდები!
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეო მესიმ შესაძლოა მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყაროს ბრაზილია და გერმანია მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდის დამყარებასთან ახლოს არიან კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც გოლს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი. ყატარში გასამართი მუნდიალი შესაძლოა ისტორიული გამოდგეს – ინდივიდუალურ და სანაკრებო დონეზე […]
მუნდიალი 2022 | ლევანდოვსკიმ გაამხილა, თუ რაზე ისაუბრეს მან და მესიმ
პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” თავდამსხმელმა – რობერტ ლევანდოვსკიმ გაამხილა, თუ რა ჩასჩურჩულა ლიონელ მესის ყურში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელ სუპერვარსკვლავთან “შეტაკების” შემდეგ. თანამედროვე სამყაროს ორი დიდებული ფეხბურთელი – ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი, პოლონეთისა და არგენტინის მატჩის მიმდინარეობისას, ცენტრში ერთმანეთს გაესაურბნენ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რობერტ ლევანდოვსკიმ მესიზე მოედნის ცენტრში ჯარიმა აიღო. […]